ფონდი უზრუნველყოფს მოქალაქე იურისტების ჩართულობას ამერიკის სამართლის სისტემის რეფორმაში
ღია საზოგადოების ინსტიტუტი სტიპენდიით აჯილდოებს რეპორტიორებს, იურისტებს და ადვოკატებს 14 შტატში
პრესრელიზი
თარიღი: აპრილი 29, 2009
კონტაქტი: სახელი, გვარი, პოზიცია, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი
ნიუ-იორკი - ღია საზოგადოების ინსტიტუტმა დღეს 17 პირი დააჯილდოვა სოროსის სამართლის სტიპენდიით, რომლებიც დამოუკიდებლად მუშაობდნენ კრიმინალური სამართლის სისტემის აღსადგენად.
იურისტები, ადვოკატები, მეცნიერები და ჟურნალისტები შეეჭიდებიან საკითხებს სიკვდილით დასჯის რეფორმებზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში ემიგრანტების კრიმინალიზაციას და მშობლების უფლებებს სასჯელაღსრულების სისტემაში. სოროსის სამართლის სტიპენდიანტები მთლიანობაში მიიღებენ 1,3 მილიონ დოლარზე მეტს.
„ასეთ რთულ და გაურკვევლობის ხანაში ამერიკაში კრიმინალური სამართალი გამოიკვეთა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი“ - ამბობს ანნ ბისონი, ღია საზოგადოების ინსტიტუტის ამერიკის პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი. „სოროსის სამართლის ახალი სტიპენდიანტების ჯგუფი შემოიტანს ახალ იდეებს, რომ რამენაირად მოგვარდეს სისტემა, რომლის სამართლიანობასაც ამერიკა დაგვპირდა კანონის გათვალისწინებით“.
ახალი სტიპენდიანტებიდან ერთ-ერთი ქალბატონია, რომლის ვაჟი ემსხვერპლა ქუჩის ძალადობას. მან ნახევარზე მეტი ცხოვრება კრიმინალურ სისტემასთან ბრძოლაში გაატარა. მან ჩამოაყალიბა საზოგადოება ნეშვილში (Nashville), რომელიც ჩაუტარებს ტრენინგებს მოქმედ და ჯგუფის ყოფილ წევრს, რათა შეძლონ რეფორმების ადვოკატირება.
მეორე სტიპენდიანტი გახლავთ იურისტი სიეტლიდან (Seattle), რომელიც გააკონტროლებს პოლიციის დამოკიდებულებას უსახლკარო და ღარიბი საზოგადოების მიმართ, ვინც ქალაქიდან იდევნებიან. მისი შვილი დააკავეს ვირჯინიაში და გადაიყვანეს სრულწლოვანთა სასჯელაღსრულების სისტემაში. ახლა ადვოკატირებას ახდენს სახელმწიფოში განსახორციელებელ რეფორმაზე, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდობა უნდა განთავსდეს არასრულწლოვანთა კოლონიაში.
ყოველი სტიპენდიანტი მიიღებს 45 -79 500 დოლარის დაფინენსებას, რომელიც 12-დან 18 თვემდეა გათვალისწინებული.
1997 წლიდან ღია საზოგადოების ინსტიტუტმა 14 მილიონ დოლარზე მეტი გადასცა სოროსის სამართლის სტიპენდიანტებს, რათა მიეღოთ მონაწილეობა ამერიკის სამართლის სისტემის გაძლიერებაში. ბოლო 25 წლის მანძილზე ფონდმა გასცა დაახლოებით 7 მილიარდი დოლარი ღია, დემოკრატიული საზოგადოების შესაქმნელად მსოფლიო მასშტაბით, საიდანაც 940 მილიონ დოლარზე მეტი მოხმარდა ამერიკის შეერთებულ შტატებს.
# # #
პრესრელიზის ბოლოს, ერთ აბზაცში შეგიძლიათ დაწეროთ მცირე აღწერილობა თქვენს ორგანიზაციასა და მის საქმიანობაზე.
No comments:
Post a Comment