Wednesday, April 24, 2013

როგორ დავწეროთ პრესრელიზი

 


სანამ დაჯდები დასაწერად, მოიფიქრე თუ რატომ და მართლა გჭირდება თუ არა მისი დაწერა. გაქვს კი კონკრეტული ამბავი, რომელზეც გინდა პრეს-რელიზის მომზადება? არის რაიმე ხელჩასაჭიდი - მაგალითად რაიმე ღონისძიება ან მოვლენა, რომელიც შენს ამბავს დროულს და საინტერესოს გახდის რეპორტიორისთვის? არის რაიმე მიზეზი, რის გამოც ის გამოიცემა? თუ არა, მაშინ არ ღირს რეპორტიორების და საკუთარი დროის დახარჯვა იმ თემაზე, რომელსაც მაინც არ გამოაქვეყნებენ.

იდეალური პრეს-რელიზი არის პირდაპირი და არსის მომცველი -  მარტივი, სუფთა ენით დაწერილი და მოკლე წინადადებებით. არ არის სასურველი,  მოიცავდეს ერთზე მეტი თემის განხილვას, რომელზეც საზოგადოებას უკვე აქვს ინფორმაცია. ასევე, პრეს-რელიზი რომელიც მიმართავს არასამთავრობო როგანიზაციებს ან სახელმწიფოს, არ შეიძლება ჩაითვალოს პრეს-რელიზად. საროგანიზაციო ჟარგონები და ტექნიკური თუ სამართლებრივი ტერმინოლოგიის ზედმეტი გამოყენება აფრთხობს რეპორტიორებს.

ეცადე, ერთ გვერდზე დაატიო პრეს-რელიზი - ეს გასათვალისწინებელია არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქსით ან ბეჭდური სახით გადასცემ მას, არამედ იმეილით გაგზავნის დროსაც. ის უნდა იყოს ახალი ამბის ან თემის ძირითადი შეჯამება და არა დეტალური შინაარსი. ჩაურთე ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნებები და რეკომენდაციები და დააწყვილე ისინი დაბლა სვეტებად.

პირველი წინადადება ყველაზე მნიშვნელოვანია - მან არ უდნა გადააჭარბოს 18 სიტყვას (რაც ხშირად ავიწყდებათ) და მიაწოდოს მკითხველს ძირითადი ინფორმაცია. „დღეს ღია საზოგადოების ინსტიტუტმა გამოუშვა მონაცემები რომის დისკრიმინაციის შესახებ“ - არ ვარგა. ის ფაქტი, რომ ღია საზოგადოების ინსტიტუტმა დაბეჭდა მონაცემები არ არის საინტერესო ჟურნალისტებისთვის. თუ გინდა რომ ხაზი გაუსვა გამოცემის ფაქტს, მაშინ უნდა დაურთო თუ რა მონაცემები იქნა დაბეჭდილი. მაგალითად: „რომი შეეჯახა ეკონომიკის ზრდას და სოციალურ დისკრიმინაციას ახალი ევროპული გაერთიანების სახელმწიფოებში, აცხადებს ღია საზოგადოების ინსტიტუტი“.

ძირითადი წინადადება უნდა შეიცავდეს - მეორე პუნქტში რაიმე ამდაგვარს: „ღია საზოგადოების ინსტიტუტმა განაცხადა დღეს“ ან „ყაზახეთის სოროსის ფონდმა განიხილა სახელმწიფოსთან  რომ ...“ ა.შ. ზმნები, რომლებიც გამოსადეგია ამ შემთხვევაში, არის „განაცხადა“, „განიხილა“, “ბრალი წაუყენა“, „მოუწოდა“, „აკრძალა“ და „გააკრიტიკა“. არ გამოიყენო ზმნა „დაამტკიცა“, ის ასუსტებს განაცხადს.

მეორე ან მესამე აბზაცში გამოიყენე ციტირება - ციტირების გამოყენების ფორმულა არის „ერთი წინადადება სახელის წინ“: თქვა X-მა. „სახელის შემდეგ ერთი ან ორი წინადადება“. ციტატამ უნდა გამოხატოს აზრი, არ უნდა გაიმეოროს უკვე მოწოდებული ინფორმაცია ან წამოაყენოს ახალი ფაქტები. ის უნდა იყოს მტკიცე. დაწერის შემდეგ  წაიკითხე ის ხმამაღლა: ჟღერს ისე, რასაც შენ ნამდვილად იტყოდი?

და ბოლოს გამოიყენე მოქმედი გვარი - პრეს-რელიზი უნდა იყოს დამაჯერებელი და არა დაწერილი ვნებით გვარში. თუ შენ დაწერ „რეზოლუცია დამტკიცდა“ ან „ამომწურავი კველვა იქნა ჩატარებული“ - ბევრად შემცირდება  პრეს-რელიზის გავლენა მკითხველზე.  ქმედითი გვარი გამოკვეთს მოქმედ პირებს და ბევრად უადვილებს მკითხველს წარმოიდგინოს სიტუაცია, მაგალითად: „პარლამენტმა დაამტკიცა ახალი რეზოლუცია“ ან „ღია საზოგადოების ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევები“.  ქმედითი გვარი ასევე გეხმარება სიტყვების რაოდენობის სიმცირეში.

No comments:

Post a Comment