ეს ბალეტი ბალერინა თამარა პლატონოვა კარსავინასათვის შეიქმნა. ფასკუნჯს ნაციონალური ბალეტის ჟანრს მიაკუთვნებენ. ამ ნაწარმოების იდეა რუსული ხალხური ზღაპრიდან ,,უკვდავი კაშჩეიდანაა”, რადგან ფასკუნჯის მსგავსი, მითიური არსების მაგალითები რუსულ ფოლკლორში არ მოიპოვება.
ბალეტის მოკლე შინაარსი
ისტორია პრინცი ივანის მოგზაურობით იწყება. ივანი უკვდავი კაშჩეის სამყაროში შედის. კაშჩეისთან დაკავშირებული მაგიური ნივთები და თავად კაშჩეი ქრომატიულად დაღმავალ მოტივშია აღწერილი. განსაკუთრებით სიმებიან საკრავთა პარტიებში. ბაღებში სეირნობის დროს ივანი დაინახავს დევნილ ფასკუნჯს. ფაკუნჯი სიცოცხლეს ეფიცება ივანს და საბოლოოდ თანხმდება, რომ დაეხმარება ივანს გათავისუფლებაში. შემდეგ პრინცი ივანი ხედავს ცამეტ პრინცესას, რომელთაგან ერთ-ერთი უყვარდება. მეორე დღეს პრინცი არჩევს, რომ პირდაპირ სთხოვოს კაშჩეის გულის სწორის ხელი; ორი თხოვნა და იწყება უთანხმოება. უკვდავი კაშჩეი გზავნის საკუთარ მაგიურ ქმნილებებს ივანზე. ფასკუნჯი, თავის დანაპირებს არ ივიწყებს - აჯადოვებს ამ ქმნილებებს და თავდაუზოგავად აცეკვებს. (ჯოჯოხეთური ცეკვა). კაშჩეი და ქმნილებები და დაღლილობისაგან იძინებენ. როგორღაც უკვდავი იღვიძებს, მაგრამ ფასკუნჯი კვლავ ააცეკვებს მას. მოჯადოებული ცეკვის დროს ფასკუნჯი უყვება პრინცს კაშჩეის უკვდავობის საიდუმლოს, რომ მისი სული უზარმაზარ, ჯადოსნურ კვერცხშია მოთავსებული. ივანი ანადგურებს კვერცხს და კლავს კაშჩეის. მის სიკვდილთან ერთად ჯადოსნური არსებები და ბუნებაც ქრება. მათ შორის ივანის სატრფოც და ყველაფერი რეალური იღვიძებს. ფინალში კი ფასკუნჯის გამოსახულება ჩანს, პრინცი ივანი კი მასთან ერთად ზეიმობს გამარჯვებას.
ბალეტს ეს შინაარსი პროგრამულობას მატებს. თუმცა ხელოვნებაში ყველა სახის ნორმა პირობითია. შინაარსის მიუხედავად ნაწარმოები შესაძლებელია სხვადასხვაგვარად აღიქვას რეციპიენტმა. მსგავს შემთხვევას მოვიყვან = walt disney pictures-ის მიერ, 2000 წელს გადაღებულ მულტიპლიკაციურ ფანტაზიას, რომელიც ამ ბალეტის ,,ჯოჯოხეთური ცეკვის” და ,,ფინალის” მუსიკაზეა შექმნილი. ეს ფანტაზია მუსიკალურ და ვიზუალურ ხელოვნებაში მაღალი დონის გემოვნების გამოვლინებაა. მასში მოთხრობილია ბუნების ამბავი: ირემი აღვიძებს ტყის სულს, რომელიც ბუნებას აყვავებს, ამშვენიერებს, მაგრამ ვულკანთან მისვლისას მისი ჯადოსნური ძალა ქრება. სული ჩადის ჩამქრალ კრატერში და უეცრად ვულკანი იღვიძებს, რომელის სახითაც დემონი, ბოროტებაა მოცემული. ვულკანი ცდილობს გაანადგუროს ტყის სული. მართალია ბოროტება აზიანებს სულს, მაგრამ ირემი, როგორც იმედი აიტაცებს ტყის სულს, რომელსაც უბრუნდება ჯადოსნური შესაძლებლობები და კვლავ ამწვანებს და აყვავილებს ბუნებას. ბოლო ეპიზოდის მუსიკაში დიდი ოპტიმიზმი ჩანს, ფინალურ ფრაზებში კი ზეიმი, შემართება და ტკბობა გამარჯვებით.
ვიზუალურ-მხატვრული მხარის ანალიზი

ფანტაზია იწყება ტყის ბუნების აღწერით, ტყე დათოვლილია, ზამთარი შესუსტებული. კადრი კონკრეტულად ირემზე გადადის. ირმის მოძრაობა მთელი ვიდეოს განმავლობაში განსაზღვრულად დინჯია. მღვიმეში შესვლისას ის ორთქლით ნამავს სტალაქტიდურ წარმონაქმნს, რომლის წვეთიც გაზაფხულის სულს აღვიძებს. ამ სულის გარეგნობაში მრგვალი, ჰარმონიული ფორმები ჭარბობს, რაც მის სიმბოლურ ხასიათზეც მეტყველებს. კრატერთან მიახლოებისას ფერები ბაცდება, წინასწარ მოასწავებს რაღაც უარყოფითს. ვულკანის გაღვიძების შემდეგ გარემო წითლდება. ფერები ძირითადად წითელ და მწვანე ოხრის გამაში წყდება. განადგურებული, დანაცრილი ტყის სულის ფრთები და თმა დაძენძილ ფორმას იძენს და ბაც მომწვანო, მონაცრისფრო ფერშია გადმოცემული. საბოლოო ტრიუმფი კი ძირითადად ხასხასა მწვანე, ცისფერი, სადა ვარდისფერ ფერებშია გადმოცემული.
დათო ნადირაძე
No comments:
Post a Comment