პოსტმოდერნიზმის ეპოქა შემთხვევითი არ არის. კაცობრიობამ მრავალი ეპოქა განვლო აქამდე. ჩვენს დროში ადამიანის გრძნობები, პიროვნება, კულტურა, შემოქმედება და ზოგადად ადამიანის საქმიანობა ხშირ შემთხვევაში ზედაპირულია, რაც ეპოქის ინფორმაციულობამაც განაპირობა. ინფორმაციულობა ხშირად, სამწუხაროდ განათლებასთან ასოცირდება ხოლმე. ჩვენ ვღებულობთ ინფორმაციას ტელევიზიით, რადიოთი, გაზეთით, მაგრამ ეს მხოლოდ ინფორმაციაა და არა განათლება. განათლება კი რაიმე საქმის, პროფესიის ღრმა, ფუნდამენტური ცოდნაა რომელის ათვისებას დიდი დრო ესაჭიროება, თეორიული და პრაქტიკული სამუშაო და ასე შემდეგ.
ტექნოლოგიის და ტექნიკის განვითარებამ ადამიანს რამდენედაც ცხოვრება გაუადვილა, იმდენად მოწყვიტა ბუნებას. მაგალითად აღარ გვჭირდება მიწასთან ან მცენარესთან შეხება მოსავლის ასაღებად თუ დასამუშავებლად, აღარ გვიხდება ხალხთან ურთიერთობა, როცა სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით გამოვიწერთ საჭირო პროდუქტს, არ გვჭირდება პირამიდების სანახავად ეგვიპტეში წასვლა. უფრო მეტიც, მათ ვერტმფრენით, ზედხედიდან ვნახავთ რომელიმე დოკუმენტურ ფილმში მათ. ასევე გვაქვს უწყვეტი კომუნიკაცია ერთმანეთთან ტექნიკის გამოყენებით მაგრამ გვაკლია რეალური და უშუალო ურთიერთობა.
პოსტმოდერნიზმი (ლათ. modernus „თანამედროვე“, post “შემდეგი“) XX საუკუნის ბოლოს ფილოსოფიასა დაკულტურაში აღმოცენებული მიმდინარეობა.
პოსტმოდერნიზმი თავიდან არქიტექტურულ მიმდინარეობას ეწოდებოდა, რომელმაც უარი თქვა მოდერნიზმისპირობითობებზე და ახალი ფორმების ძიება დაიწყო. იგი ხასიათდება დეკორაციების, წარსულის მოტივების,ეკლექტიზმისადმი მიბრუნებით. პოსტმოდერნიზმი ემყარება პოპ-არტის ახალ ხედვასა და მის არქიტექტურულგამოსახვას, რაც საფუძველს პოულობს რობერ ვენტურის ნაშრომში „სწავლა ლას ვეგასიდან“. შემდგომში ტერმინი გამოყენებულ იქნა ხელოვნებისა და ლიტერატურის ისტორიაში უფრო ზოგადი მიმდინარეობის აღსანიშნავად.
პოსტმოდერნულ საზოგადოებასთან დაკავშირებულია ახალი ტექნოლოგიები. პროდუქტიული (მწარმოებელი) ტექნიკების ნაცვლად დომინირებს რე-პროდუქტიული ტექნიკები. განსაკუთრებით, ელექტორნული მედია, მაგალითად, ტელევიზორი და კომპიუტერი.
ჯეიმსონი პოსტმოდერნულობაში ხედავს ჰიპერსივრცის არსებობას და მაგალითად მოჰყავს ცნობილი არქიტექტორის, ჯონ პორტმანის სასტუმრო “ბონავენტურა”, რომელიც არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ სივრცის მოდერნული კონცეპციები აღარ წარმოადგენს ჩვენი ორიენტაციების საფუძველს. ამისათვის საჭიროა კოგნიტური რუკების გამოგონება, რომლებიც დაგვეხმარება საკუთარი თავის ლოკალიზებაში. პოსტმოდერნისტები ჯეიმსონს ამგვარ იდეებს ტოტალიზების მცდელობებად უთვლიან.
თუ ჯეიმსონი ერთ-ერთი ყველაზე ზომიერი პოსტმოდერნისტია, ჟან ბოდრიარი აშკარად ყველაზე რადიკალურების ფრთას მიეკუთვნება. თავდაპირველად ისიც მარქსისტული პოზიციებიდან ცდილობდა თანამედროვე საზოგადოების გამოწვევების დანახვას, თუმცა მოგვიანებით, მან შემოიტანა სიმბოლური გაცვლის იდეა, რაც ეკონომიკური გაცვლისგან განსხვავებით, შესაძლოა, კაპიტალიზმის რეალურ ალტერნატივად გადაქცეულიყო. აქედან გამომდინარე, ბოდრიარმა გააკრიტიკა მარქსი. იგი მუშათა კლასს ემიჯნებოდა და ჰიპებისა და ახალი მემარცხნეების პოზიციებს იზიარებდა, თუმცა მალე ბოდრიარმა ყოველგვარ პოლიტიკურ მიზანზე უარი განაცხადა. მისი აზრით, თანამედროვე საზოგადოებაში პროდუქციის ნაცვლად მედია, კიბერნეტიკალური მოდელები, ცოდნისა და გართობის ინდუსტრიები დომინირებს. სახეზეა ნიშნების ბატონობა პროდუქციაზე. ნიშნებსა და რეალობას შორის განსხვავება წაიშალა. ამგვარად, ბოდრიარი ჯეიმსონის მსგავსად, საუბრობს სიმულაციის პროცესებზე, რომლებსაც სიმულაკრებამდე, ანუ “საგნებისა და მოვლენების რეპროდუქციებამდე” მივყავართ. სამყაროა იქცა ჰიპერრეალობად - მედიამ შეწყვიტა რეალობის ასახვა; იგი გახდა რეალობის შემოქმედი. ბოდრიარისთვის თანამედროვეობა სიკვდილის კულტურაა. სიკვდილის შიში ადამიანებს აიძულებთ ჩაერთონ სამომხმარებლო კულტურაში, თუმცა სიმბოლური გაცვლა ამგვარი მდგომარეობის პრიმიტიული ალტერნატივაა, ამიტომ, ბოდრიარი გვთავაზობს “ცდუნებას”, როგორც სასურველ ალტერნატივას. ცდუნება არის უშინაარსო, მსუბუქი, სიღრმეს მოკლებული, ირაციონალური… დასასრულს, ბოდრიარი თავის ერთ-ერთი უკანასკნელ ნაშრომში “ამერიკა” ავითარებს ფატალობის თეორიას. იგი ამბობს, რომ ამ ქვეყანაში ვიზიტით ცდილობდა მომავლის კატასტროფის დასრულებული ფორმის მოძებნას; არ არსებობს არანაირი რევოლუციური იმედები. ჩვენ, თითქოს, სიმულაციების, ჰიპერრეალურობის და ე.წ. შავ ხვრელში შთანთქმის პერსპექტივით ვართ განწირულნი. ბოდრიარი უარს ამბობს ყოველგვარ ისეთ მეტა-ნარატივზე, რომელიც ამ სიტუაციიდან გამოსავალს შემოგვთავაზებს, თუმცა ერთი მხრივ, ტექნოლოგია, მეორე მხრივ კი, მოდერნისგან შემორჩენილი კონტროლის მექანიზმები კვლავ ვითარდება. მანუელ კასტელსის თვლის, რომ გადამწვეტი ბრძოლა ციფრული ტექნოლოგიების სამფლობელოში მოხდება.
ანალოგიურ პრობლემას ვაწყდებით ხელოვნებაშიც. თუკი მოდერნიზმი ახალი ფორმების შექმნით ხასიათდება, პოსტმოდერნიზმი არსებული ფორმების ხელახლა გამოყენებაზეა ორიენტირებული. ამ ფორმების, ციტირებებისა თუ სტილისტური დეტალების გამოყენება შეიძლება იყოს როგორც სერიოზული ასევე ირონიულიც. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით დამახასიათებელია აღნიშნული მიმდინარეობისათვის. თუკი მოდერნიზმი თავისი ესთეტიკის ცენტრში ავტორსა და შემოქმედებას ათავსებს, პოსტმოდერნიზმი ინტერპრეტაციას ანიჭებს უპირატესობას. ხშირად ეს ყოველივე ავტოკომენტირებაშიც გადადის. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ვლადიმირ ნაბოკოვის „ფერმკრთალი ალი“, სადაც ერთდროულად მოცემულია პოეტური მონათხრობი და ამ მონათხრობის კომენტარი, რითაც მიიღწევა ე.წ. დისტანციაციის ეფექტი. პოსტმოდერნისტული ნაწარმოები ხშირად წარმოდგენილია როგორც ჰეტეროკლიტური ელემენტების კოლაჟი ყოველგვარი ჰარმონიის გარეშე. მაგ. ირლანდიელი ფლენ ო’ბრაიენის რომანი At swim-two-birds, სადაც ერთმანეთს ენაცვლება სხვადასხვა ჟანრის ტექსტები: ვესტერნი, შუასაუკუნის ეპოპეა, ზღაპარი და ვოდევილი. მართალია, კოლაჟს ამგვარი ფორმით მოდერნიზმიც იყენებს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ამ უკანასკნელში იგი გამოყენებულია რეალობის სირთულის აღსაქმელად, პოსტმოდერნიზმში კი კონტრასტისა და დისტანციაციის ეფექტის მისაღწევად. პოსტმოდერნიზმი შლის იერარქიას ელიტარულ და პოპულარულ კულტურას შორის, რისი ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ხელოვნებისა დარეკლამის შერწყმა.
პოსტმოდერნულ საზოგადოებას ახასიათებს ზედაპირულობა და სიღრმის ნაკლებობა. ამისი კარგი მაგალითია ენდი უორჰოლის ცნობილი ნახატი “კემპბელის სუპი”, რომელიც სხვა არაფერია თუ არა, კემპბელის სუპის კონსერვის იდეალური ასლი. თუ პოსტმოდერნულ თეორიაში ცნობილ საკვანძო ტერმინს გამოვიყენებთ, ეს ნახატი წარმოადგენს სიმულაკრას, რომელშიც რთულია ერთმანეთისგან განასხვავო ასლი და ორიგინალი. ჯეიმსონისთვის სიმულაკრა არის იდენტური ასლი, რომლის ორიგინალი არასოდეს არსებულა. პოსტმოდერნში დაკარგულია ისტორიულობა. ჩვენ არ შეგვიძლია წარსულის ცოდნა. ჩვენ მხოლოდ გვაქვს გარკვეული ტექსტები წარსულის შესახებ, თუმცა მათი რეპროდუცირება შეუძლებელია. ჯეიმსონის სიტყვებით, ესაა “წარსულის ყველას სტილის უწესრიგო კანიბალიზაცია”. წარსული და აწმყო მჭიდროდ არის ერთმანეთზე გადაბმული.
მხატვრობაში ადრე თუ ადამიანი ხატავდა პეიზაჟს, რომელიც დადებით ემოციას იწვევდა, გვაღელვებდა, ჩაგვწვდებოდა სულში და შეგვიყვანდა მის სამყაროში, ახლა იხატება ცათამბჯენები, ქალაქები უზარმაზარი კონსტრუქტიებით, რკინის მანქანები, ლითონის ფორმები, რაც სრულიად არაესთეტკურია. სენტიმენტალური, ლამაზი, აღმაფრთოვანებელი, მუსიკა, სადაც ბუნების ხმების: ჭექა-ქუხილის, ქარის, ჩიტების ჭიკჭიკის, წისქვილის, ცხენის ფლოქვებისა თუ ოკეანის ხმების იმიტირება ხდებოდა, ახლა ვისმენთ რკინის რითმში ჩასმულ, ხშირად უფორმო, მონოტონურ, ცარიელი ეფექტისათვის შექმნილ მუსიკას. იგივე შეიძლება ითქვას არქიტექტურაზე. დღევანდელი ნიმუშები მხოლოდ ზედაპირული ეფექტებია, რომლებიც მოკლებულია აზრს, შინაარსს, ესთეტიკურ სილამაზეს. მაგალითად ახალი ხიდი ორთაჭალაში სიონის ტაძრის წინ. ხიდი უდავოდ ლამაზია, მაგრამ მისი ფორმა არ ჯდება ისეთი სილამაზეთა შორის როგორიცაა ნარიყალა, სიონი, მეტეხი. ეს ხიდი არ აღძრავს ემოციებს, ვერ შთააგონებს ადამიანს. ერთი სიტყვით - არ არის ,,ღრმა”.
ადამიანის სული ვერ ისაზრდოებს ასეთი ხელოვნებით. სიტუაციიდან გამოსავალი ერთია - ადამიანმა უნდა შეძლოს ტექნოლოგიების გამოყენება და არა ტექნოლოგიამ ადამიანის.
დათო ნადირაძე
9 comments:
ძალიან კარგი სტატიებიაა და წყარო? :))
რომელი სტატიაც წყაროთი მაქვს დაწერილი მითითებული აქვს წყარო. ეს სტატია მთლიანად ჩემია და ამიტომ არ უწერი წყარო :)
Hey! I simply wish to give a huge thumbs up for the nice information you’ve here
on this post. I shall be coming again to your weblog for more soon.
Hi there! I just would like to give a huge thumbs
up for the nice info you could have right here on this
post. I will probably be coming again to your blog for
extra soon.
In my example I had to deal more implicated about their execution
in the sleeping accommodation than about their penis
and its size. It's dead on target that ointments, pills and the rearward varlets of cartridges, the aces that mortarboard lozenges that prognosticate bigger penises?
To get word how to put them rearward into be between 5.
5 to 6.4 column ins and the mean penis exercisings heaviness is between
4.5 to 5.0 inches.
Hiya! I simply wish to give a huge thumbs up for the good
info you¡¦ve got here on this post. I will be coming back to your blog for more soon.
The fact is that lenders tend to come at high rates of interests charged could be considerably higher.
He got me the rate, term, and therefore sometimes the rates you see and what you should know a lot about yourself before applying.
bill consolidation loans bad credit applications
are process are quicker since your information filled are
directed toward lenders record.
Taking up space is one of the few guys that actually does pose questions to her beliefs and ideas.
In fact, these beta makes get how to attract a women nervous and anxious the
moment she is missing by being friends with her.
In order to make her think about you. Joking women is doubtless the best way to go.
You really love your how to attract a women. Of course, you can't how to attract a women by being yourself if" yourself" isn't great!
Post a Comment