Saturday, January 22, 2011

სიმღერა ნიბელუნგებზე (მოკლე შინაარსი)

,,სიმღერა ნიბელუნგებზე” გერმანული საგმირო ეპოსია, რომელიც  მე-13 საუკუნის დასანყისში გადაუმუშავებია  რომელიღაც მაღალპოეტური ნიჭით დაჯილდოებულ შპილმანს (არის ვარაუდიც, რომ გარდასულ დროთა საგები ავსტრიის კარის პოეტმა შეკრიბა) და უქცევია ერთ შესანიშნავ პოემად. ნაწარმოების ისტორიული საფუdველია  ხალხთა დიდი გადასახლების ეპოქის ამბები, პუნების მიერ ბურგუნდიის სამეფოს დამხობა (437წ). პოემის ერთ-ერთი მოქმედი გმირია ჰუნთა მბრdანებელი ეტცელი - იგივე ატილა, თუმც იგი აქ სისხლისმსმელი ბარბაროსის ნაცვლად გულუხვ და სტუმართმოყვარე მეფედაა გამოყვანილი. მართალია, ამ პოემას, ტრადიციის მიხედვით! "ნიბელუნგების სიმღერას“ უწოდებენ, მაგრამ მისი ნამდვილი სახელია "ნიბელუნგების გასაჭირი”  -. ,,დერ ნიბელუნგე ნოტ“. სიტყვა „ნოტ“- ის სინონიმია ,,ლაიდ", რაც ემსგაესება სიტყეას „ლიდ" - სიმღერა. როგორც ჩანს, დროთა მანdილზე ,,გასაჭირი“ - ,,ლაიდ” შეცვლა სიმღერამ - ,,ლიდმა.” თუმცა, რომელი სათაურია უფრო მართებული, ამაში ყველაზე უკეთ თავად პოემის შინაარსი გაგვარკვევს:

ბურგუნდიას მართავდა სამი მეფე -ძმები გუნთერი, გერნოტი და გიზელჰერი. მათი მამა- დანკვარტი უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, ხოლო დედოფალი უტე შვილებს ბერძნულ რჩევა-დარიგებას არ აკლებდა. უტეს ჰყავდა უმშვენიერესი ასულიც - კრიმჰილდე. ერთ დღეს კრიმჰილდემ სიზმრად ნახა, რომ მის საყვარელ შევარდენს ორი ორბი კორტნიდა. კრიმჰილდემ სიზმარი დედას უამბო. უტემ სიზმარი ასე აუხსნა: კრიმჰილდეს სატრფოს, რჩეულ რაინდს, ვერაგულად მოკლავდნენ თუ ღვთისგან არ იქნებოდა შეწყნარებული. ქალიშვილმა დედას უთხრა, რომ არასოდეს შეიყვარებდა არცერთ ჭაბუკს, რათა ამის გამო არ დატანჯულიყო, მაგრამ ბედმა სხვაგვარად განსაჯა - ბურგუნდიას ეწვია ქვემო რაინზე მდებარე მძლავრი ქალაქის, ქსანტენის მბრძანებელ ზიგმუნდის ძე ზიგფრიდი, რომელსაც სმენოდა ამბავი კრიმჰილდეს მშვენიერებისა და უნახავად შეჰყვარებოდა ქალი და ახლა მისი ხელის მოპოვება ჰქონდა გადაწყვეტილი. ზიგფრიდის რაინის ვორმსში გამოჩენის ამბავი მაშინვე აუწყეს მეფე გუნთერს. ბრძენმა და პირქუშმა ვასალმა - ჰაგენმა ხელმწიფეს უამბო ის ისტორიები, რაც ზიგმუნდის ძის შესახებ სმენოდა: ერთი ვერსიით, მიწისქევშეთის განძის მფლობელ ძმებს - ნიბელუნგსა და შილბუნგს ზიგფრიდისათვის უთხოვიათ თავიანთი საუნჯის თანასნორი გაყოფა და თან საჩუქრად მიურთმევიათ ჯადოსნური ხმალი ბალმუნგი. სწორედ ამ ხმლით გაუნადგურებია გმირს ნიბელუნგები, წხურთმევია უჩინმაჩინის რიდე განძის უშუალო მცველისათვის, ჯუჯა ალბერიხისთვის და ძვირფასეულობა თავის სამშობლოში გადაუტანია; მეორე ვერსიით, რომელიც პაგენმა გუნთერს უამბო, ზიგფრიდს განძის მცველი საშინელი ურჩხული მოუკლავს და მის სისხლში განბანილა, რითაც უწყლვადი გამხდარა. ამ ამბების მოსმენის შემდეგ გუნთერმა გხდაწყვიტა, დამეგობრებოდა ნიდერლანდელ გმირს, რომელიც მინისქეეშეთის განძის დაუფლების შემდეგ უკვე ნიბელუნგად იწოდებოდა. ამიტომაც უპასუხა თავდაჭერილად ზიგფრიდის თავდაჯერებულ მოთხოენას - შებრძოლებოდნენ ერთმანეთს და გამარჯევბულს დარჩენოდა ბურგუნდია. ამ თავხედურ განცხადებაზე გუნთერმა მიუგო, რომ თუ დამეგობრდებოდნენ, ყველაფერი საზიარო ექნებოდათ. ზიგფრიდმა მიიღო ეს წინადადება.

მთელი წლის მანძილზე რაინდები ერთად ნადირობდნენ, ნადიმობდნენ, ასპარეზობდნენ. ზიგფრიდმა თავისი რჩეული მხლებლებით შეაჩერა საქსებისა და დანიელების ღაშქარი და ამით მეტად გაითქვა სახელი. მისმა ქებამ კრიმჰილდემდეც მიაღწია და ქალი თავადაც განიმსჭვალა ვაჟისადმი სიყვარულით.

მტრის დამარცხების აღსანიშნავ ნადიმზე პირველად შეხვდნენ ერთმანეთს კრიმჰილდე და ზიგფრიდი. ქალის მშვენიერებამ ვაჟის მოლოდინს ბევრად გადააჭარბა, ამიტომ არც კი უფიქრია, როცა გუნთერმა თავისი ხვაშიადი გაუმხილა - ზღვის გადაღმა არსებული იზლანდის დედოფალი ბრუნჰილდე მიყვარს და ცოლად მინდა შევირთოო, ზიგფრიდმა დაუყონებლივ შესთავაზა დახმარება და სანაცვლოდ დის ხელი სთხოვა. გუნთერს ძლიერ გაუხარდა ეს ამბავი - კრიმჰილდესთვის უკეთეს საქმროს ვერც იშოვიდა. მეგობრები სულ მალე გაუდგნენ გზას.

თორმეტი დღის შემდეგ ზიგფრიდმა და გუნთერმა ბრუნჰილდდეს ქვეყანას მიაღწიეს. ქალს ეგონა, რომ მისი ხელის სათხოვნელად ზიგმუნდის ძე იყო მისული, მაგრამ რაინდმა უპასუხა, რომ იგი რაინის ვორმსის ხელმწიფე გუნთერის ქვეშევრდომი იყო და მის პატრონს ჰქონდა გადაწყვეტილი დედოფლის შერთვა. ბრუნჰილდემ ასეთი პირობა წაუყენა მისი ქმრობის მოსურნეს: ჯერ უზარმაზარი ლოდი უნდა ესროლა, შემდეგ იმავე ქვას გადავლებოდა ერთი ნახტომით, ბოლოს კი შუბის ტყორცნაში უნდა ეჯობნა დედოფლისათვის. ბრუნჰილდეს ფარ-შუბის დანახვისას (შვიდ მონას ძლივს მოჰქონდა ეს იარაღი), გუნთერმა ინანა, რომ იზენლანდში დადგა ფეხი, მაგრამ ზიგფრიდმა უჩინმაჩინის რიდე გადაიცვა და ისე დაეხმარა მეგობარს არნახული ძალის დედოფლის დამარცხებაში. ბრუნჰილდემ თანხმობა განაცხადა ცოლად გაყოლოდა გუნთერს. მათ ლხინი გამართეს და ბურგუნდიაში დაბრუნდნენ. რძალს სიხარულით შეხვდნენ დედოფალი უტე და კრიმჰილდე. გამართეს დიდი ქორწილი. სიფრასთან გუნთერისა და ბრუნჰილდეს გარდა კიდევ ერთი ულამაზესი ნეფე-დედოფალი - ზიგფრიდი და კრიმჰილდე იჯდა. ბრუნჰილდეს გაუკვირდა, როცა ნახა, რომ მისი მული გუნთერის ქვეშევრდომს მიყვებოდა ცოლად. ქმარმა მას უთხრა, რომ მოგვიანებით მოუყვებოდა ამის მიზეზს, მაგრამ ქალმა გუნთერი ახლოს არ გაიკარა და დაუყონებლივ მოსთხოვა ყველაფრის ახსნა. ქმარმა ბრუნჰილდეს ძალით დამორჩილება მოისურვა, მაგრამ ქალმა იგი თავის აბრეშუმის ქამრით შეკრა და მთელი ღამით კედელზე ჩაჭედებულ ლურსმანზე ჩამოკიდა. მეორე დღეს დამწუხრებულმა გუნთერმა ყველაფერი უამბო ზიგფრიდს. სიძემ აქაც აღუთქვა დახმარება - იმავე ღამეს მან უჩინარი რიდით შეძლო ცოლისძმის საძინებელში შესვლა და ქალის დაურვება. ამის შემდეგ ბრუნჰილდეს, რომელსაც საძინებელში ზიგფრიდი თავის ქმარი ეგონა, გუნთერისთვის წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. თავისდა საუბედუროდ ზიგფრიდმა იმ ღამის სახსოვრად ბრუნჰილდეს თითიდან ბეჭედი წააძრო და სარტყელიც შეხსნა, შემდეგ კი ეს ნივთები თავის საყვარელ ცოლს უძღვნა.

ქორწილის შემდეგ ზიგფრიდი მეუღლესთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. ზიგმუნდმა ვაჟს მაშინვე დაუთმო გვრგვინი და ზიგფრიდიც შესანიშნავად განაგებდა სამეფოს. მეათე წელს დედოფალმა მშვენიერი ვაჟი შობა. ბიჭუნას გუნთერი დარქვეს, ბიძის პატივსაცემად. ვაჟი შეეძინათ გუნთერსა და ბრუნჰილდესაც. მათ ზიგფრიდი უწოდეს პატარას.

ბრუნჰილდეს გამუდმებით ღრღნიდა ეჭვი იმის გამო, რომ გუნთერი რაღაცას უმალავდა. მის ვარაუდს ამართლებდა ისიც, რომ ამ ხნის მანძილზე მათ სამეფო კარზე არ გამოჩენილა ზიგფრიდი და არც სათავადო ხარაჯა მოუტანია. ამ ამბავში უკეთ გასარკვევად მან მული ქმრითურთ ბურგუნდიაში მოიპატიჟა. კრიმჰილდემ და ზიგფრიდმა ვაჟი სამშობლოში დატოვეს, თავად კი მოხუც ზიგმუნდთან და რაინდთა ამალასთან ერთად რაინის ვორმსისაკენ გასწიეს. თერთმეტი დღე ლაღობდნენ სტუმარ-მასპინძლები, მაგრამ მეთორმეტე დღეს კრიმჰილდესა და ბრუნჰილდეს კამათი მოუვიდათ ქმრების გამო: ბრუნჰილდე ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ გუნთერი წოდებით უფრო მაღლა იდგა ვიდრე მისი მულის ქმარი, კრიმჰილდე კი არ ეპუებოდა და რძალს უხსნიდა, რომ ზიგფრიდი არაფრით ჩამორჩებოდა გუნთერს. ბოლოს, როდესაც ბრუნჰილდემ მულის ქმარს ვასალი უწოდა, კრიმჰილდემ ზვიადად მიახალა: ,,ზიგფრიდმა ხომ პირველ ნახა/შენი ტურფა სხეული და ეტრფიალა იგი მასა/სიქალწულე შენი ერგო ჩემს მეუღლეს, არ თუ ძმასა” (თარგმ. კონსტანტინე ჭიჭინაძის). თავისი ნათქვამის დასამტკიცებლად ქალმა რძალს ზიგფრიდისაგან ნაჩუქარი ბეჭედი და სარტყელი უჩვენა. ბრუნჰილდე მისმა სიტყვებმა საშინლად შეურაცყო და ჰაგენს სთხოვა შურისძიება. ამ უკანასკნელმაც გადაწყვიტა, რომ ზიგფრიდის სისხლით ჩამოერეცხა ბრუნჰილდეს შელახული ღირსება, თანაც ამ მკვლელობით შემოიმტკიცებდნენ კრიმჰილდეს ქმრის საბრძანებელს და ხელში ჩაიგდებდნენ ნიბელუნგების განძსაც. თავისი განძრახვა ჰაგენმა გუნთერს გაანდო. ქვეყნის გაძლიერების ეს ხერხი ჭკუაში დაუჯდა მეფესაც და ჰაგენს ნება დართო ვერაგულად მოეკლა ზიგფრიდი. გუნთერის ერთგულმა ყმამ ნადირობისას მძლეთამძლე რაინდს სწორედ იმ ადგილას გაუყარა იარაღი, სადაც ურჩხულის სისხლში ბანაობისას ცაცხვის ფოთოლი ჰქონდა მიკრული (ამის შესახებ კრიმჰილდემ უამბო ჰაგენს, რათა ამ უკანასკნელს დაეცვა ხოლმე ზიგფრიდი ბრძოლებისას შემთხვევითი ისრისგან) და ამის გამო, იქ მიღებული იარა მისთვის მომაკვდინებელი იქნებოდა. რაინდის სიკვდილი მეკობრეებს მიაწერეს. ზიგფრიდი დიდი პატივით დაკრძალეს. კრიმჰილდე სამშობლოში დარჩა. მის გულში საშინელი სიძულვილი გამეფდა და შურისძიება სწყუროდა, მაგრამ ხედავდა, რომ ჯერ ჟამი არ იყო დამდგარი. ქალმა შესანიშნავად იცოდა, ვინ იყო მისი ქმრის სიკვდილში დამნაშავე. ოთხი წლის შემდეგ, ჰაგენის რჩევით ძმებმა ქალს ნიბელუნგების განძის რაინის ვორმსში გადმოტანა მოსთხოვეს, შემდეგ კი ეს საუნჯე ჩამოართვეს, რათა კრიმჰილდეს რაინდები არ მოესყიდა გუნთერისა და ჰაგენის წინააღმდეგ. მოგვიანებით იმ საბაბით, რომ განძი დაწყევლილი იყო და უბედურება მოჰქონდა მისი მფლობელისათვის, მდინარე რაინში ჩაძირეს.

უკვე ცამეტი წელი იყო გასული ზიგფრიდის სიკვდილიდან, როცა ჰუნთა მეფე ეტცელმა კრიმჰილდეს ხელის სათხოვნელად ელჩები გაუგზავნა მის ძმებს. მათ შჴრის იყო ერთი კეთილშობილი კაცი - მარკგრაფი რუდიგერიც, რომელმაც მტკიცედ აღუთქვა ერთგულება თავის მომავალ ქალბატონს. კრიმჰილდეს გულში იმედი ჩაესახა - თუ ასეთ მეგობრებს შეიძენდა და ეტცელის სიმდიდრესაც მებრძოლთა გულის მოსაგებად გამოიყენებდა, შეძლებდა შური ეძია ზიგფრიდის მკვლელებზე. მან თანხმობა განაცხადა ეტცელის ცოლობაზე მიუხედავად იმისა, რომ ჰუნთა მეფე წარმართი იყო, თავად კი - ქრისტიანი.

ქორწინების მეშვიდე წელს კრიმჰილდეს და ეტცელს ვაჟი შეეძინათ. ბიჭი მაშინვე მონათლეს და ორტლიბი უწოდეს. ეტცელის ქვეყანაში  მრავლად ცხოვრობდნენ ქრისტიანები. მათ შორის იყო სამშობლოდან დევნილი მეფე დიტრიხ ბერნელი, რომელიც ერთგულად ემსახურებოდა წარმართ მბრძანებლებს. ეს ადამიანი ცოტა არ იყოს, აშინებდა კრიმჰილდეს თავის რაინდული ბუნებით.

უკვე ოცდაექვსი წელი იყო გასული ზიგფრიდის მკვლელობიდან, როდესაც კრიმჰილდემ გადაწყვიტა, რომ მოვიდა შურისძიების ჟამი. მან მოპატიჟეები გააგზავნა ბურგუნდიაში და ძმები თავისთან მიიწვია.

ჰაგენს გული ცუდს უგრძნობდა, მაგრამ სწამდა ბედისწერის გარდაუვალობა და ისიც გაჰყვა თან თავის მბრძანებელს. ჰუნთა ქვეყანაში თავდაპირველად სტუმრებს მარკგრაფმა რუდიგერმა უმასპინძლა და თავის ასულიც კი დანიშნა კრიმჰილდეს უმცროს ძმაზე. ეტცელმაც დიდი პატივით მიიღო ცოლის ნათესავები და მათი მხლებლები, მაგრამ კრიმჰილდეს გულში საშინელი ბალღამი დუღდა - მან წააქეზა ჰუნთა მხედრობა და თავის სტუმრებს შეუსია. თუმც ბურგუნდიელებმა დიდი გმირობა გამოიჩინეს, მაგრამ დედოფლის მრავალრიცხოვან მომხრეთა მსახვრალ ხელს მხოლოდ გუნთერი და ჰაგენი გადაურჩნენ. ამ უკანასკნელმა მანამდე ეტცელისა და კრიმჰილდეს მცირეწლოვანი ვაჟის მოკვლა მოასწრო (თუმც, უნდა აღინიშნოს, რომ ბიჭუნას მკვლელობა თავად დედამისის მიერ იყო პროვოცირებული, რათა ეტცელი ბურგუნდიელთა წინააღმდეგ განეწყო). ტყვედ პყრობილი გვირგვინოსანი ძმა და მისი ერთგული ვასალი კრიმჰილდეს მიჰგვარეს. ქალმა ჰაგენს კვლავ ნიბელუნგების განძი მოსთხოვა, მაგრამ კაცმა უპასუხა, რომ ვიდრე მისი მეფე ცოცხალი იყო, მას უფლება არ ჰქონდა საუნჯის ადგილსამყოფელი გაეცა. მაშჳნ დედოფალმა თავისი ძმის მოკვლა უბრძანა მცველებს. გუნთერს თავი მოჰკვეთეს. ჰაგენმა არც მაშინ უთხრა კრიმჰილდეს, სად ჩაიძირა განძი. გამწარებულმა ქალმა თითონ იძია შური და ზიგფრიდისეული ხმლის ერთი დაკვრით თავი გააგდებინა თავისი პირველი ქმრის მკვლელს. გმირი რაინდის მკვლელობა არ აპატია თავისი მეფის მეუღლეს ჰილდებრანდმა და განგმირა იგი. ასე დასრულდა ლხინი ეტცელის სასახლეში. აქვე დასრულდა ნიბელუნგის ამბავიც.

დათო ნადირაძე

5 comments:

Zviadi Nozadze said...

sagol dzalian gamomadga sashinao davalebisdawerashi

Dato Nadiradze said...

იმედია დაწერე და არა გადაწერე :D

Diana Kaishauri said...

შეგიძლიათ დაწეროთ - ვაჟკაცობის იდეალი ეპოსში ’’სიმღერა ნიბელუნგებზე’’ ? dgesve mchirdeba dzaliaan :X :X :X

Oto Rostiashvili said...

მეც ძალიან მჩირდება... და გთხოოვთ თუ შეძლებთ დაწეროთ ! :(

Dato Nadiradze said...

სამწუხაროდ ამ ბლოგს იშვიათად ვანახლებ. დრო არ მაქვს თან. საკმაოდ მარტივი თემაა თუმცა არ მაქვს მე ამის დრო :(

Post a Comment