ანოტაცია
სოციოლოგია განიცდის ცვლილებებს თეორიული და მეთოდოლოგიური თვალსაზრისით. ერთის მხრივ ტრივილაურ ყოველდღიურ ცხოვრებას ამჟამად ბევრი სოციოლოგი შეისწავლის. მასობრივმა რაოდენობრივმა კვლევებმა ადგილი დაუთმეს ინტერპრეტაციას, თვისებრივ კვლევებს, რომელიც შეისწავლის საზოგადოების ზედაპირზე არსებულს და ამისათვის იყენებს დაკვირვებას და ვიზუალურ სოციოლოგიას. შტომპკა თვლის, რომ სოციალური ეგზისტენციის შესწავლა არის პარადიგმული წინსვლა სოციოლოგიაში, რასაც ის მესამე სოციოლოგიას უწოდებს, მეორე სოციოლოგიად მიჩნეულია - მოქმედება და ქცევა, ხოლო პირველი სოციოლოგია- ორგანიზაცია და სისტემა.
სოციალურ ეგზისტენციაზე ფოკუსირება სოციოლოგიას აძლევს ხედვის ახალ კუთხეს, სოციალური არსებობის შესასწავლად, რაც საზოგადოების პრობლემების გაგების კარგი საშუალებაა.
ცნებები: * მიმართულება. * ვიზუალური სოციოლოგია. * სოციალური მოქმედება. *მესამე სოციოლოგია. * პარადიგმული წინსვლა.
სოციოლოგიის ყურადღების ცენტრი უკანასკნელ პერიოდში ძალიან შეიცვალა. ცნობილი მეცნიერები გატაცებით წერენ, სიყვარულზე, მეგობრობაზე, ინტიუმურობაზე, ფასტ-ფუდზე, პოპ-მუსიკაზე, საყიდლებზე სიარულზე, რისკზე, უნდობლობაზე, მარტოობაზე, ჯანმრთელობაზე, ტაქსით მგზავრობაზე და ა.შ. გეორგ ზიმელი ჯერ კიდევ 100 წლის წინათ წერდა მსგავს თემებზე, მაგრამ ის მოღვაწეობდა მაშინ, როდესაც ვითარდებოდა „სამეცნიერო“ სოციოლოგია და განსაკუთრებით მისი გერმანული სკოლა, მას არ მიეცა საშუალება გაეკეთებინა კარიერა, იმ პოზიციის გამო რომელსაც ის იცავდა, ახლა სხვა მდგომარეობაა ზიმელი ისევ გაიხსენეს და ამჯერად მიუჩინეს საპატიო ადგილი თანამედროვე სოციოლოგიის სხვა წარმომადგენლებს შორის (ვებერი, დიურკემი, მარქსი).
რაოდენობრივი მეთოდები რომლებიც სოციოლოგიაში მრავალი წლის მანძილზე დომინირებდა ადგილს უთმობს, დაკვირვებას, ქეის-სთადის, ჩაღრმავებულ ინტერვიუს, დოკუმენტების ინტერპრეტაციას, პირად წერილების, ცხოვრების ისტორიების, ფოტო და სხვა იკონოგრაფიული მასალების ანალიზს.
თეორიული და მეთოდოლოგიური ტენდენციები რათქმა უნდა ურთიერთკავშირში იმყოფებიან. თუ ვიტყვით რომ ყოველდღიური ცხოვრების ეპიზოდები არიან სოციოლოგიის შეესწავლის ობიექტი, მაშინ ჩვენ მოგვიწევს დავუბრუნდეთ დაკვირვების მეთოდს, რომელსაც ასე ფართოდ იყენებდნენ მე-20 საუკუნის დასაწყისში სოციალური ანთროპოლოგები და ეთნოგრაფები. როგორც ჩანს შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაზე დაკვირვება და მისი ფოტოგრაფირება და სხვა ვიზუალური საშუალებებით მათი ასახვა. მოდით გავიხსენოთ გერმანელი სოციოლოგი რომელმაც თავისი კარიერის დიდი ნაწილი მიუძღვნა მასობრივი სოციოლოგიური კვლევების განვითარებას, მან ერთხელ აღიარა რომ „ თუ მე ნამდვილად დამჭირდება იტალიური საზოგადოების შესწავლა, ანკეტებს კი არ დავარიგებდი, არამედ წავიდოდი აქვე კუთხეში მდებარე იტალიურ კაფეში, თუ გერმანული საზოგადოების შესწავლა დამჭირდებოდა მაშინ წავიდოდი ლუდის ბარში, ხოლო თუ ინგლისურის მაშინ პაბში და იქ უბრალოდ დავაკვირდებოდი“. საუკეთესო რჩევა სოციოლოგიური წარმოდგენის კულტივიზაციისათვის.
მესამე სოციოლოგია. თანამედროვე ავტორები არ გამოყოფენ სოციალური ორგანიზმის აბსტრაქტული მაკრო სოციალური პრობლემისაგან, სოციალური სისტემა, სოციალურ-ეკონომიკური ფორმაცია, სოციალური სტრუქტურა, სოციალური პროცესები და ა.შ. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ვხვდებით კომუნიკაციას ადამიანთა შორის, სიყვარულს, კონკურენციას, თანამშრომლობას, ადამიანები არასოდეს არ არიან მარტო, მოქმედებენ სხვებთან ან სხვებისთვის, ასეთი ადამიანებისათვის ტიპიური პრაქტიკების შესწავლით შეიძლება დაჭერილი იქნას კოლექტიური და პიროვნებათა შორისი ჯერ კიდევ შეუსწავლელი ცვლილებები და შიდა მექანიზმები. ასეთ ნაშრომთა უმეტესობა არის აღწერითი, ტიპოლოგიური და ანალიტიკური ხასიათის, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ არის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ფოკუსირებული მასშტაბური გაგების თეორიების კონსტრუირების მცდელობები, მაგალითისათვის გამოდგება, ჯონათან ტერნერის პირისპირი ინტერაქციის თეორია და ჯეფრი ალექსანდერის რიტუალური ინტერაქციის ჯაჭვი.
ახალი მიმართულება რომელიც ყოველდღიური ცხოვრებას შეისწავლის იკონოგრაფიული მეთოდების გამოყენებით, ხომ არ წარმოადგენს კიდევ ერთ გარდამავალ მეცნიერულ გატაცებას სოციოლოგიისათვის თუ ეს არის ნამდვილი თეორიული და მეთოდოლოგიური მიმართულება, თუ თანამედროვე პარადიგმული წინსვლაა? შტომპკას მოჰყვას არგუმენტები უკანასკნელის სასარგებლოდ და მისთვის ეს ნიშნავს მესამე სოციოლოგიის/სოციალური ეგზისტენციის დაბადებას.
პირველი სოციოლოგია არის ორგანიზმი/სისტემა რომელიც შემოგვთავაზეს კლასიკოსმა სოციოლოგებმა კონტმა, სპენსერმა, მარქსმა, მოგვიანებით კი პარსონსმა.
მეორე სოციოლოგია- სოციალური „ატომები“-მოქმედება, ქცევა და სუბ-ატომის აზრის, საზრისის, ტექსტის შესწავლა რასაც საფუძველი ჩაუყარა მაქს ვებერმა, ხოლო მოგვიანებით განავრცეს ჰერბერტ მიდმა, კლოდ-ლევი სტროსმა და სხვებმა.
მესამე სოციოლოგია– კვლევის ობიექტია სოციალური მოვლენები, როგორიცა ადამიანის მოქმედება კოლექტიურ კონტექსტში, გარემოს და სხვა შეზღუდვათა გავლენა, სხვა აგენტები, მოქმედებისათვის არსებული კულტურული და სტრუქტურული გარემო, ამგვარად რეინფიცირებული პირველი და მეორე სოციოლოგია გადადის სხვა მხარეს, რადგან მესამე სოციოლოგია განდევნის სოციალური ცხოვრების ორ მიკრო და მაკრო აბსტრაქციას. სოციალური ეგზისტენციის იდეა ფოკუსირებულია ადამიანთა საზოგადოებაში მიმდინარე რეალურ მოვლენებზე, სტრუქტურისა და მოქმედების დონეზე სადაც სტრუქტურისა და დინამიკის შეზღუდვები წარმოშობენ რეალურ მოქმედებებს. სოციალურ ინდივიდუალური პრაქტიკებზე დაკვირვება, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია ანუ იმ ერთადერთი ცხოვრების რომელიც ადამიანებს აქვთ და რომელიც არაა ბოლომდე დეტერმინირებული და თავისუფალი, სხვა აგენტების გავლენა მოქმედ ინდივიდზე, ასევე სტრუქტურული კონტექსტი რომელშიც ისინი მოქმედებენ, სოციალურ მოვლენათა ასეთი გაგება იძლევა ახალ ინფორმაციას საზოგადოების შესახებ.
მესამე სოციოლოგია უგულებელყოფს ორ ილუზიას; 1. ის უკუაგდებს ადამიანის შესახებ არსებულ ეგოცენტრულ რწმენას, ჩვენს პიროვნულ ავტონომიურობაზე, აგენტთა განსაკუთრებული თვისებები და დამოუკიდებლობა დანარჩენი საზოგადოებისაგან. 2. ის შორდება პირველის საწინააღმდეგო და ფატალურ რწმენას იმის შესახებ, რომ ჩვენი ბედი ჩვენგან დამოუკიდებლად არის ფორმულირებული ზებუნებრივი და არაკონტროლირებადი ძალების მიერ. ადამიანის თავისუფლება იზღუდება კანონის, წესების, ნორმების და სტანდარტების მიერ, რომლებიც მათ არ შეუქმნიათ, ხოლო თუ ინდივიდი ეცდება წინააღმდეგობის გაწევას ის მიიღებს დამცირებას, გაკიცხვას, უარყოფას, სოციალურ იზოლაციას და განდევნას საზოგადოებისაგან.
მესამე სოციოლოგია უარყოფს ადამიანის შესახებ არსებულ ამ მოსაზრებას, რათა შექმნას ადამიანის ცხოვრების უფრო რეალური სურათი და ის გვთავაზობს სოციალურ ეგზისტენციის შესწავლას, რომელიც გულისხმობს ადამიანის თავისუფლებას, სხვა ადამიანებთან ინტერაქციას, კომუნიკაციის ქსელს, შემთხვევითობას და საზოგადოებრივი ცხოვრებაში კრეატიული მონაწილეობის შესაძლებლობას, არჩევანის თავისუფლებას და სხვა ადამიანებს რომლებიც შეიძლება აღმოჩნდნენ მოქმედი აგენტის გავლენის ქვეშ.
სოციალური ეგზისტენცია ყოველთვის დინამიურია, როგორც ცხოვრება სოციალური არსებობაც არასოდეს დგას ერთ ადგილას, ის გაჩერდება მაშინ როცა ცხოვრება გაჩერდება. მისი დინამიურობა არ გამოიხატება მხოლოდ მოქმედებასა და ფუნქციონირებაში, ის მოძრაობს პროდუქტიულობის მიმართულებით, რაღაცის შეცვლისა და სოციალური პროცესების ტრანსფორმაციისაკენ. რამოდენიმე წლის წინათ შტომპკამ განავითარა სოციალური ცხოვრების ინტერპრეტაციის კონცეპტუალური მოდელი, მას უწევდა ბრძოლა ორ ფრონტზე ერთის მხრივ ის უარყოფდა მოდერნიზაციის და ევოლუციის იდეას, რომელიც დამახასიათებელია მეორე სოციოლოგიისათვის. მეორე რომელსაც ის უარყოფდა იყო იდეა სოციალურ მოქმედების შესახებ, რომელიც არის სრულიად თავისუფალი ფრაგმენტულობისა და შემთხვევითობისაგან, ამის ნაცვლად მას შემოაქვს სოციალური გახდომის კონცეფცია (social becoming) რაც გულისხმობ იმას, რომ პროცესთა იმანენტური მოძრაობა აქტორს აძლევს საშუალებას მასში ჩადებული ინდივიდუალური და სხვა რესურსები გამოიყენოს ან არ გამოიყენოს.
სოციალური ეგზისტენცია ანუ ყოველდღიური ცხოვრება სოციალურ პრაქტიკებს მოჰყავთ მოქმედებაში. სოციალური გახდომა რაც გულისხმობს საზოგადოებაში არსებული სოციალურ აგენტურობას ან იმ რესურსებს რასაც ადამიანები ფლობენ, აგენტები მოქმედებენ შეზღუდვებისა და სტიმულების ჩარჩოებში, რაც წარმოადგენს წინა პრაქტიკის შედეგს. მესამე სოციოლოგიის ანალიზი მიმართულია სოციალური ეგზისტენციის და სოციალური გახდომის ტიპოლოგიზაციაზე და თეორიულ ახსნაზე.
ვიზუალური სოციოლოგიის ჰორიზონტი. როგორც უკვე ავღნიშნეთ ვიზუალური სოციოლოგიის მეთოდოლოგია იყენებს კვლევის თვისებრივ მეთოდებს, დაკვირვებას და ფოტოგრაფირებას. თანამედროვე საზოგადოებაში ბევრი რამის დანახვა შეიძლება თუ უბრალოდ დავაკვირდებით. ადამიანთა მიკრო-აზრებს, მოტივებს, სახემწიფოს, ინსტიტუტებს და ა.შ ვერ დავაკვირდებით, მაგრამ შეგვიძლია დავაკვირდეთ ჟესტებს, რომლებსაც აქვთ კულტურული შეფერილობა, სხეულის ენას, სახის მიმიკას, ასევე ყველა სხვა სახის ცივილიზებულ და ჩვენი გარშემო არსებულ ტექნიკურ დიზაინს, ფოტოსურათებს, ჟურნალ-გაზეთებში თუ ბილბორდებზე. ასევ არის ადამიანთა მიერ გაცნობიერებული მოქმედებები, საკუთარი თავის წარდგენა სხვებისთვის, რომელიც მიმართულია იმისკენ რომ გადასცეს ინფორმაცია ჩვენზე და ჩვენს სტატუსზე, რაშიც ვლინდება ქცევის სტილი, მოდა და ბრენდები, პროდუქტები რომლის ფლობაც შთაბეჭდილებას უქმნის სხვას( ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს როლექსის საათი, აგარაკი ან ძვირად ღირებული მანქანები და ა.შ. მსგავსი პროდუქტების ფლობა თავისთვად მეტყველებენ მისი მფლობელის მატერიალურ მდგომარეობაზე).
ფოტოგრაფიის განხილვით შემოვიფარგლოთ და განვიხილოთ ვიზუალურ სოციოლოგია, მას ორი მიმართულებით იყენეს, ესენია: სოციალური სიტუაციის ფოტოგრაფირება და უკვე გადაღებულის ანალიზი. ფოტო სურათს აქვს მრავალი შესაძლებლობა, უპირველეს ყოვლისა ის ზრდის ჩვენს მგრძნობელობას სოციალური სიტუაციისადმი, როდესაც ჩვენს წინ დევს მარვალი სურათი ჩვენ კი ვიწყებთ სურათების რანჟირებას მნიშვნელობების მიხედვით მაშინ ვიწყებთ ყურადღებით დათვალირებას, აქ კი მნიშვნელოვანია ფოტოაპარატის სამი ტექნიკური მახასიათებელი: 1. ფოკუსის დაყენება-რაც ნიშნავს სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანის გამოყოფას. 2. ხილვადობის ჩარჩო- რაც ნიშნავს იმ სიტუაციის უგულებელყოფას რომელიც არა მნიშვნელოვანი. 3. სიღრმის განსაზღვრა- წინა პლანის ფონისაგან გამოყოფა.
სურათი „ყინავს“ რთულ და სწრაფად ცვალებად სოციალურ სიტუაციას და გვაძლევს მისი გაანალიზების საშუალებას. ამით კი იზრდება სოციოლოგიური აღწერისა და დიაგნოზირების ხარისხი, ახალი ტენდენციების აღმოჩენა და სოციალური ნორმების რეგულაციის ხელშეყობა, ეს ეხება არა ერთ არამედ ფოტოთა მთელ სერიას.
ერთი და იმავე სოციალური სიტუაციის სხვადასხვა მომენტში ფოტოგრაფირებამ შეიძლება გვაპოვნინოს დროში ცვალებადი ტენდენციები, ხოლო ერთი და იმავე მოქმედების ფოტოგრაფირებამ სხვადასხვა კულტურათა შედარებით კვლევებში შეიძლება დაგვანახოს საერთო კროს-კულტურული მახასიათებლები.
თანამედროვე საზოგადოებაში ხელმისაწვდომია უამრავი და სხვადასხვა ტიპის იკონოგრაფიული წყაროები, მაგალითად ფოტოჟურნალისტიკა, მოყვარულთა ფოტოები, ოჯახურ დღესასწაულებზე გადაღებული ფოტოები, სამუზეუმო კოლექცია, რეკლამა, განცხადებები და ა.შ. ფოტოსურათის ინტერპრეტაციისა და ანალიზის დროს შეიძლება აღმოვაჩინოთ სტრქუტურის 4 დამალული ტიპი: 1. ინტერატქციის სტრუქტურა( ხასიათის მოდელებზე, „გეომეტრიაზე“, პიროვნებათა შორის კონტექსტზე, ჯგუფზე, ხალხზე და ა.შ. დაკვირვებით). 2. ნორმატიული სტრუქტურა (ქცევის სტანდარტულ და განმეორებად ფორმებზე დაკვირვება) 3. იდეალური სტრუქტურა ( რწმენისა და იდეოლოგიის პლაკატებზე დაკვირვებით პოლიტიკური დემონსტრაციების, აჯანჟებების ან შეჯიბრებების დროს.) 4. შემთხვევითი სტრქუტურები (მკაფიოდ გამოხატული ნიშნები სიღარიბის ან სიმდიდრის, ძალაუფლების, დიდების ან მარგინაობის, წარმატებულობის ან წარუმატებლობის.)
მესამე სოციოლოგიის სათავე. პარადიგმული მობრუნება სოციალურ მეცნიერებებში წარმოადგენს ორი ტიპის მდგომარეობაზე რეაქციას. პირველ შემთხვევაში, აქვს იმანენტური ბუნება და ინტელექტუალური ტენდენციებისადმი გამოირჩევა დამოკიდებულებით თითქოს რაღაცისაგან დაიღალა, უკვე წარმოებული იდეების განხილვა ძალიან მოსაწყენია და იწვევს ფრუსტრაციას. მეორე ფაქტორი, სოციალური ცხოვრების თვისობრივი ცვლილება, ხოლო არსებული თეორია არა ვალიდური ახალი მდგომარეობის აღსაწერად. მესამე სოციოლოგია მეოცე საუკუნის დასაწყისში იწყებს წარმოშობას, რასაც ხელი შეუწყო: პირველი ტენდენცია, სოციალური სისტემის აბსტრაქტულობის კრიტიკამ, რომელიც განასახირებდა ტალკონტ პარსონსის სტრუქტურული ფუნქციონალიზმი, რომელიც მან განავრცო ორი მიმართულებით: სუბიექტივისტური მიმართულება და ინტენციები, მოტივაციების, ბედის შესწავლა, რომლები დგანან სოციალური მოქმედების უკან. აგენტების მიერ არჩეული გზა და მათ მიერ კონსტრურებული, შექმნილი სოციალური სტრუქტურის: ინსტიტუტის, ორგანიზაციის და ა.შ. შესწავლა. კულტურული მიმართულება რომელიც ეძებს საზრისის, რწმენის, ღირებულების, ნორმების, წარმოდგენების, ჩვევების უხილავ ძაფებს, რომლებიც არეგულირებენ აგენტთა მოქმედებებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორი რომელიც ახალ მიმართულებას ავითარებს იყო გოფმანი და მისი დრამატურგიული თეორია, გარფინკელი და მისი ეთნომეთოდოლოგია, შუტცი, ბერგსი, ლუკმანი და მათი ფენომენოლოგიური მიდგომა.
მეორე დიდი ტენდენცია იყო არსებული სოციალური თეორიების პოსტმოდერნული კრიტიკა, პოსტმოდერნიზმი ანუ როგორც მას უწოდებენ გვიანდელ მოდერნს, აკრიტიკებს მოდერნულ თეორიებს, მას როგორც მთლიანს და მეგა ნარატივს, რომელიც უგულებელყოფს, ფრაგმენტაციას, ქაოსს, შემთხვევითობას, რისკს, ეფემერულობას, სპონტანურ და შემთხვევით ქცევებს, ემოციურ და თვითრეფლექსურ ხასიათს, გლობალიზაციას და ა.შ.
მესამე ფაქტორი, რომელმაც გავლენა მოახდინა იყო ფემინისტური თეორია და კრიტიკა, რომელმაც დაიწყო დისკრიმინაციისა და ქალთა ექსპლუატაციის კვლევა ყოველდღიური ცხოვრების კონტექსტში, განსაკუთრებით ოჯახში და სამსახურში.
საუკუნის დასასრულს მიმდინარე ინტელექტუალურმა პროცესებმა და საზოგადოებრივმა ცვლილებებმა ახალ ფენომენზე და მის განვითარებაზე მოახდინა გავლენა. ადამიანმა აქტიურად დაიწყეს მათი ცხოვრებისა და გარემოში მიმდინარე სწრაფი ცვლილებების გაცნობიერება. სოციოლოგიაზე არ შეიძლებოდა არ მოეხდინა გავლენა ამ ცვლილებებს, ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა, გლობალიზაციამ, მეგაურბანიზაციამ, მომსახურების სფეროს გაზრდამ, შრომითი საქმიანობის ცვლილებამ, ვიზუალურობაზე ორიენტაციამ, სასაუბრო ენის ცვლილებამ და ა.შ. ეს ტერმინები და ტენდენციები ახალი სამყაროს ინდიკატორებია, რომლებიც მანამდე გაჩნდა სანამ სოციოლოგია კონცეპუალურ სექემებს შექმნიდა ანუ შემთხვევითობას არ წარმოადგენს ის, რომ ჩვენ საუბრისას ვიყენებთ შოპინგზე სიარულს და არა საყიდლებზე სიარულს, ბოდი-ბილდინგს ფიზკულტურის ნაცვლად, ჩატი საუბრის ნაცვლად, ემეილინგი წერილობითი მიმოწერის ნაცვლად, ბლოგინგი-მემუარების წერის ნაცვლად და ა.შ. მიმდინარე ცვლილებებმა განაპირობა სოციოლოგიაში ახალი მიმართულების შექმნა.
მესამე სოციოლოგიის ონტოლოგიური წანამძღვარი. ყოველდღიური ცხოვრების წესის შესწავლა თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით ჯერ კიდევ განვითარების ახალ ეტაპზეა. იმისათვის რომ მესამე სოციოლოგია გახდეს გავლენიანი თეორიული მიმართულება მას სჭირდება კონცეპტუალიზაცია. მოდით მოკლედ აღვწეროთ რამოდენიმე კონცეფცია:
მესამე სოციოლოგიის ცენტრალური კონცეფციაა, სოციალური ეგზისტენცია, რომელსაც აქვს მდიდარი ონტოლოგიური შესაძლებლობები.
2006 წელს როდესაც შტომპკა იყო საერთაშორისო სოციოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტი მან საერთაშორისო სოციოლოგიურ კონგრესს შესთავაზა სოციალური ეგზისტენციის იდეა რასაც დიდი გამოხმაურება და დებატები მოჰყვა.
სოციალური არსებობის კონცეფცია ეყრდნობა არისტეტოლეს მოსაზრებას, ადამიანები არიან სოციალური ცხოველები, მათი არსებობს დაბადებიდან სიკვდილამდე კოლექტიურია, არც ინდივიდი და არც საზოგადოება არ არიან ავტონომიური ან ცალკეული ერთეული, ორივე წმინდა ანალიტიკური ასპექტია მთლიანი ინდივიდუალურ-სოციალური რეალობის.
ადამიანისა და სოციალურის დუალიზმი ჯერ კიდევ 20 საუკუნეში სოციოლოგიის კლასიკოსის ჰერბერტ ელიასის მიერ იყო დამუშავებული, ელიასის შრომაში პირველი ნაწილი ეთმობა ინდივიდს და საზოგადოებას, არ არსებობს განცალკევებული, დამოუკიდებული ავტონომიური ინდივიდი, თითოეული ჩვენთაგანი არის კოლექტივის წევრი და ჩვენი ინდივიდუალური ინდეტობა, ყალიბდება ჩვენს მიერ ჯგუფში დაკავშირებული ადგილის გავლენით, ჩემი იდენტობა განსაზღვრავს თუ ვინ ვარ მე, ვისთან ვმეგობრობ, ველაპარაკები, ვხვდები, ვისზე ვქორწინდები, ვის ვუკითხვა ლექციას, და მთელი ჩემი ცხოვრება, ჩემი იდენტურობა წარმოშვა უნიკალურმა პლასტერმა, წარსულში და აწმყოში არსებულში არსებულმა ინტერეაქციამ/კონტაქტებმა და მომავლის პოტენციური კონტაქტები რომელბიც შექმნა ინდივიდის პროფესიულმა მდგომარეობამ, კლასობრივმა კუთვნილებამ, გენდერმა, სტატუსმა და ა.შ. სოციალური კავშირების ქსელი რომელსაც ინდივიდი ქმნის ძალიან მნიშვნელოვანია.
მეორე ნაწილში განხილული აქვს „ინდივიდთა საზოგადოება“ ეს ყველაზე ადვილად გასგებია რადგან არ არსებობს საზოგადოება მასში მონაწილე ინდივიდების გარეშე მაგრამ ასევე არ არსებობს საზოგადოებაც, რადგან ის რასაც ჩვენ ვუწოდებთ საზოგადოებას აბსტრაქტულია, ის არა უბრალოდ აქტორთა კომბინაცია და მოქმედებების ერთობლიობა.
სოციალური ეგზისტენციის კონცეფცია ატარებს გზავნილს, რომ სამყარო სხვა არაფერია თუ არა ადამიანთა შორისი ველი, ადამიანთა შორისი სივრცე, რომელიც სავსეა შეხვედრებით, კონტაქტებით, ურთიერთობებით, კავშირებით, დამოკიდებულებებით, სოციალური ქსელებით, ანუ კავშირი სხვასთან გულისხმობს სიყვარულს, კორპორაციას, კონკურენციას, ომს, მშვიდობას, სძულვილს, მეგობრობას, მტრობას და ა.შ.
ყოველდღიური ცხოვრების ანატომია და საზრისი. ყოველდღიური ცხოვრების კონცეფცია არა თავისთვად ნათელი ის შეიძლება შეიცავდეს მცდარ კონოტაციებს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა საჭიროა განვმარტოთ თუ რა არ არის ყოველდღიური ცხოვრება, ხოლო ამის შემდეგ განვმარტოთ მისი დადებითი მხარეები.
1. ყოველდღიური ცხოვრება არა შემოფარგლული მხოლოდ იმით რასაც დურკჰეიმი უწოდებდა პროფანულს, საკრალურისაგან განსხვავებულს. ის არ მოიცავს დიურკჰეიმისეულ საკრარულს. საუზმობა სამუშაო ადგილას, წირვა ეკესიაში, სუპერმარკეტში სიარული საყიდლებზე, პარტიულ მანიფესტებში მონაწილეობა, ტელევიზორის ყურება საღამოობით, ბერლინის ფილარმონიაში ორკესტრის კონცერტზე დასწრება-ზევით ჩამოთვლილი პრაქტიკები წარმოადგენენ ყოველდღიური ცხოვრების ეპიზოდებს.
2. ყოველდღიური ცხოვრება არა შემოფარგლული მხოლოდ ინდივიდის კლასობრივი მდგომარეობით, მაგალითად ცნობილი ადამიანების ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და მიმზიდველია, ასეთი ცხოვრება არღვევს ყოველგვარ კლასობრიობის ზღვარს.
3. ყოველდღიური ცხოვრება არა პირადი ცხოვრების სინონიმი პოლიტიკოსებისათვის, მსახიობებისათვის, მომღერლებისათვის, სპორტსმენებისათვის და ა.შ.
როგორია ყოველდღიური ცხოვრების პოზიტიური დეფინიცია?
1. როგორც უკვე აღვნიშნეთ ყოველდღიური ცხოვრება ეს არა მხოლოდ დაკვირვებადი ეგზისტენციაა, ის ყოველთვის გულისხმობს სხვა ადამიანებთან ურთიერთობას რაც ყოველთვის მიმდინარეობს სოციალური კონტექსტის გავლენით, მაშინაც კი როდესაც ადამიანი მარტოა სხვები ვირტუალურად არსებობენ მის მეხსიერებაში, ოცნებებში, მოსაზრებებში- ისინი ვინც უყვარს ან არ უყვარს მეგობრები თუ მტრები, კონკურენტები თუ თანამშრომლები, და ა.შ.
2. ყოველდღიურ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები მეორდება ისინი არ არიან უნიკალურები, ზოგჯერ ისინი ციკლურობით, რიტმულობით და რუტინულობით ხასიათდებიან, ზოგჯერ მოვლენები მეორედება ყოველდღიურად, ყოველ თვე ან წელიწადის გარკვეულ დროს, მაგალითად, ყოველ პარასკევს ოჯახთან ერთად სადილობა რესტორანში, ან ქალაქგარეთ გასვლა ვიკენდზე, კვირას ეკლესიაში სიარული, შვებულება ზამთარში/ზაფხულში, აღდგომა, შობა, ახალი-წელი და ა.შ.
3. ხშირად ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება ქცევის რიტუალიზებული და სტილიზებული ფორმები, რომლებსაც ხშირად ჩვევებს ვუწოდებთ მაგალითად, ვარჯიში დილაობით, გაზეთის კითხვა საუზმობისას და ა.შ. რიტუალიზაცია კარგად ჩანს რელიგიურ დღესასწაულებზე, სასამართლო პროცესებზე, დიპლომატიურ მიღებებზე და ა.შ.
4. ყოველდღიური ცხოვრება ლოკალიზებულია სივრცეში ის მიმდინარეობს ის მიმდინარეობს განსაზღვრულ ადგილას, სახლში, ქუჩაში, ეკლესიაში, სტადიონზე, სამსახურში და სხვა ადგილებში. ადგილის თვისობრიობა ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს სოციალური მოვლენის სტილს და ფორმას.
5. მოვლენებს აქვთ ხანგრძლივობა, ქუჩაში მეგობრებთან შეხვედრა, სადილი რესტორანში, სამეცნიერო სემინარი ან შვებულება ყველას ეს აქტივობა მიმდინარეობს გარკვეული დროის განმავლობაში, როგორც მერტონი წერს მოვლენებს შეიძლება ჰქონდეთ „მოსალოდნელი სტრუქტურული ხანგრძლივობა“ საფეხბურთო მატჩის, სიმფონიური ორკესტრის კონცერტის, პარლამენტის სესიის და ა.შ. რეალური და მოსალოდნელი ხანგრძლივობა გავლენას ახდენს სოციალური მოვლენის ხასიათზე.
6. ყოველდღიური ცხოვრება ხშირად მიმდინარეობს რეფლექსიების გარეშე, აქტორები ხშრად ვერ აცნობიერებენ მათ სოციალურ პრაქტიკებს. მაგალითად, ტელეფონზე საუბრისას, როდესაც გვეკითხებიან „რას აკეთებ?“ ხშირად იწვევს უხერხულ და უსარგებლო პასუხს „არაფერს“, რაც რათქმა უნდა არა მართალი, რადგან ადამიანი სანამ ცოცხალია ყოველთვის რაღაცას აკეთებს.
სოციალური ეგზისტენციის სოციოლოგიას ჯერ კიდევ არ აურჩევია სტანდარტული კონცეპტუალური ჩარჩოები, განვიხილო რამოდენიმე მოსაზრება ყოველდღიური ცხოვრების უფრო ანალიტიკურად და სისტემურად გასაგებად.
პირველი, ყველა სოციალურ მოვლენაში ადამიანთა გარკვეული რაოდენობა მონაწილებენ და ურთიერთქმედებენ ერთმანეთზე, მონაწილეებს უწევთ განასახიერონ რამოდენიმე სოციალური როლი. ინდივიდებს შორის კომუნიკაცია შეიძლება იყოს პირისპირი გარკვეული დროისა და სივრცის ფარგლებში, მაგალითად, საუბარი სადილის დროს, ასევე შეიძლება ჰქონდეთ კომუნიკაცია, ტელეფონის ან ინტერნეტის მეშვეობით. თავის დროზე გეორგ ზიმელმა გაამახვილა ყურადღება, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაციაში მონაწილეთა რაოდენობა, რადგან ამით განისაზღვრება ინტერაქციის ხასიათი და მასშტაბი, მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა ცვლის ქსელის თვისობრიობას.
მეორე, ყველა სოცილაური მოვლენა მიმდინარეობს გარკვეულ სიტუაციაში, მნიშვნელოვანია მაყურებელთა არსებობა ან არ არსებობა ან მოვლენის მოწმეები რომლებიც მასში აქტიურად არ მონაწილეობენ. ხშირ შემთხვევაში ისინიც კი ვინც არ მონაწილეობს სიტუაციაში და უბრალოდ აკვირდება მას ახდენს სიტუაციაზე და მასში მონაწილე ინდივიდზე გავლენას.
მესამე, ყველა სოციალური მოვლენა მიმდინარეობს სოციალურ კონტექსტში ოჯახში, სამსახურში, დასვენებაზე, განათლება, პოლიტიკა და ა.შ. სადაც ადამიანები მუდამ მონაწილეობენ, ან ზოგჯერ გარკვეული დროით ტოვებენ და ერთვებიან სხვა კონტექსტში. ყოველ კონტექსტში ადამიანი იქცევა სხვადასხვაგვარად, საკუთარ თავს აღვიქვამთ სხვადასხვა გვარად, ვლაპარაკობთ, ვიცვამთ, და ა.შ. განსხვავებულად. კონტექსტის შეცვლა ხშირ შემთხვევაში უკავშირდება რაღაც რიტუალს, მაგალითად, კომპიუტერის ჩართვა სამსახურში მისვლის თანავე, სპორტული კოსტუმის ჩაცმა ფიტნეს კლუბში, კლასიკური ტანსაცმლით კონცერტზე წასვლა და ა.შ. კონტექსტში შესვლა იწყება მასში უკვე მონაწილე აგენტებთან მისალმებით ხოლო გამოსვლა დამშვიდობებით.
მეოთხე, სოციალური მოვლენა მიმდინარეობს განსაზღვრულ ადგილას, სახლში, ქუჩაში, ეკლესიაში, ოფისში, სასწავლებელში, სკოლაში, ბიბლიოთეკაში, თეატრში და სხვა. ამ ადგილებში მიმდირე მოვლენები ერთმანეთის მსგავსია, რადგან ამ ადგილებში ადამიანები ერთ და იგივე მოქმედებებს ახორციელებენ, ბიბლიოთეკაში კითხულობენ, საავადმყოფოში მკურნალობენ, ქუჩაში ათვალიერებენ მაღაზიებს ან სეირნობენ, სტადიონზე თამაშობენ, ეკლესიაში ლოცულობენ და ა.შ.
მეხუთე, სოციალური მოვლენა ხასაითდება რთული კონფიგურაციით, სხვადასხვა კონტექსტში და ლოკალიზაიცაში კი გვხვდება ტიპიური სოციალური მოვლენები, რთულ კონფიგურაციასთან გვაქვს საქმე იქ სადაც ინდივიდებს იყენებენ სხვადასხვა როლებს. მაგალითად, ქორწილი, დაკრძალვა, საღამოები, ქირურგიული ოპერაციები, საფეხბურთო მატჩი, რელიგიური რიტუალები და სხვა პრაქტიკები რომლებიც პროცედურათა ერთობლიობის დაცვის შემდეგ იღებს საზრისს, ასეთი პროცედურები კი გრძელდება გარკვეული დროის მანძილზე და ხშირად რამოდენიმე ეტაპსაც მოიცავს, უნივერსიტეტის დამთავრება, ჩემპიონატისათვის მომზადება, პროფესორის კარიერის გაკეთება, წიგნის დაწერა, ფულის შეგროვება სახლის საყიდლად და ა.შ. ზოგჯერ სოციალურ სიტუაციას და სოციალურ შემთხვევა ზუსტი სცენარით მიმდინარეობს. სოციალურ სიტუაციას აქვს სიმბოლური დატვირთვა ინფორმაციის გადაცემა აუდიტორიისათვის. გოფმანმა მოახდინა სოციალური ეგზისტენციის კვაზი-თეატრალური და დრამატურგიული ასპექტების ანალიზი, სპეციფიკური მოვლენები მიმდინარეობს სცენაზე, მსახიობები გადასცემენ ინფორმაციას აუდიტორიას, ისინი ქმნიან მესიჯებს და იყენებნენ ატრიბუტებს, ხოლო აუდიტორია ცდილობს დაუჯეროს მსახიობებს. როგორც ერთმა კულტუროლოგმა თქვა პრიმიტიულ რელიგიებთან დაკავშირებით, „მასზე არ ფიქრობენ, მას ცეკვავენ და მღერიან“ ასევე კულტურაც ყოვლდღიურ ცხოვრებაში.
ახალი პერსპექტივის პერსპექტივა. ყოველდღიური ცხოვრების სოციოლოგია არ არის ახალი დისციპლინა ან ახალი მიმდინარეობა სოციოლოგიაში, ეს უფრო ხედვის ახალი კუთხეა, რომელიც აძლევს სოციოლოგიას საზოგადოებრივი პრობლემების ახალი კუთხიდან დანახვის საშუალებას. აბსურდი იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ყველა სოციოლოგმა უნდა დაიწყოს ყოველდღიური ცხოვრების შესწავლა, ახალი პარადიგმები არ ახდენენ ძველის გადაფასებას ისინი უფრო ამდიდრებენ არსებულ ცოდნას.
ყოველდღიური ცხოვრების სოციოლოგია გვთავაზობს სოციალური მოვლენების შეასწავლას რეალობაში, ყოველდღიური ცხოვრების კონტექსტში რადგან ასე შეიძლება სისტემის, სოციალური სტრუქტურის, კლასის, ძალაუფლების, სოციალური მოქმედების, გლობალიზაციის, მოდერნიზაციის, იდენტობის პრობელემების და სხვათა უკეთ წვდომა და ანალიზი. ყველაზე მიმზიდეველი ასეთი პრობლემების შესწავლისას არის ის რომ სოციალური პრობლემები ყოველდღიური ცხოვრების დონეზე დაკვირვებადია და ამიტომ შესაძლებელია მისი ფოტოგრაფირება. ყოველდღიური ცხოვრების სოციოლოგია იძლევა პერსპექტიულ მიდგომას რათა შესწავლილი იქნეს სოციალური ეგზისტენციის უცნობი მხარეები. ავტორი გვთავაზობს 4 პრობლემას: 1. სოციალური კავშირები და სხვადასხვა ტიპის ჯგუფების ფუნქციონირება საზოგადოებაში. 2. ადამიანთა მუდმივი და კრეატიული მცდელობები გადალახოს დაბრკოლებები, გადაანაცვლოს საზღვრები და შეიტანოს წვლილი სოციალურ გახდომა. 3. სპონტანურობა, ემოციურობა, არამდგრადი და გაუთვალისწინებელი ქცევები, აგენტთა იმანენტურ თავისუფლებასა და შინაგანი თავშეკავების მიუხედავად. 4. ადამიანთა მუდმივი მისწრაფება მათ და სხვათა ქცევისათვის საზრისის მინიჭება, სოციალური ცხოვრებისა და სოციალური ორგანიზაციის საზრისის ძიება.
სოციალური ეგზისტენციის სოციოლოგია ყოველდღიურ ცხოვრებას იყენებს როგორც კვლევით ლაბორატორიას, რამაც შეიძლება მთელი რიგი მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრასთან მიგვაახლოვოს.
დათო ნადირაძე
No comments:
Post a Comment