კლოდ დებიუსი - ბაღები წვიმის ქვეშ, მთვარის შუქი - მუსიკალურ კონპონენტთა ანალიზი
მუსიკის ვიზუალურ-მხატვრულ ასპექტთა გაანალიზებისათვის, სახვით ხელოვნებასთან მისი სიღრმისეული კავშირის ილუსტრირებისათვის მნიშვნელოვანია ისეთი კომპოზიტორის შემოქმედება, როგორიცაა კლოდ დებიუსი (1862-1918) - მუსიკალური იმპრესიონიზმის ფუძემდებელი, თავისი მუსიკის ხასიათით ნათლად მიუთითებს, რომ ურთიერთმიმართება ეპოქის სახვითი ხელოვნებისა და მუსიკალური ხელოვნების უმნიშვნელოვანეს მიმართულებათა შორის აქტუალურია კვლავაც ისე, როგორც ეს რომანტიზმის, მანამდე ბაროკოს მუსიკის დროს იყო. იმპრესიონისტულ მუსიკაში ბგერით გამოთქმულ შთაბეჭდილებათა და ფერით გამოთქმულ შთაბეჭდილებათა პარალელები უფრო ტრანსპარანტულიცაა. მაგალითად ზოგადად დებიუსის წყლის აღწერა ძალიან ჰგავს მონეს დახატულ წყალს, რომელიც მსუბუქი, და ლივლივაა.
დებიუსი თავის ერთ-ერთ მუსიკაში: ბაღები წვიმის ქვეშ ხატავს პეიზაჟს, სადაც თქეში მოდის. თავდაპირველად ძლიერი, ზოგჯერ სუსტდება, და თითქოს გამოჩნდება ხოლმე რაღაც წამყვანი წვიმის წვეთი რომელსაც წვიმის წვეთები დაჰყვება. აქ შეგვიძლია კაზიუა აკიმოტოს ნამუშევარი მოვიყვანოთ შედარებისათვის, რომელიც ამ ნაწარმოებზე შექმნა. მასში წვიმის ის მოძრაობებია გამოსახული რაც მხატვრის გონებაში აისახა მუსიკის მოსმენისას.
დებიუსი ასევე მთვარის შუქში გადმოგვცემს იმ სინაზეს, რაც მთვარის სხივს შეიძლება ჰქონდეს, მის ლიცლიცს ღამის სიბნელესთან. ამ ნაწარმოებში ჩემი აზრით მთვარის გაპიროვნებაც ჩანს. კომპოზიტორი მასზე უდავოდ ყვება ამბავს - მოგვითხრობს მის შესახებ. ნაწარმოების დამთავრებისას კი ის ღრუბლებს ეფარება. კომპოზიტორის ამ კომპოზიციაზე ფელიქს ვალოტონის ნახატიცაა შექმნილი. მხატვარი ამ მუსიკას წყალთან ერთად აღიქვამს, მის ანარეკლში, რაც საკმაოდ მისაღებია ჩემი აზრით.
http://www.youtube.com/watch?v=w-1ERRRUM-c - ბაღები წვიმის ქვეშ
http://www.youtube.com/watch?v=-LXl4y6D-QI - მთვარის შუქი
§ ვიზუალურ-მხატვრული მხარის ანალიზი (დანართი 4-5)
იმპრესიონიზმის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მონე. ამ მიმდინარეობამ სახელწოდება მიიღო სწორედ მისი ნახატისგან - შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა . XIX საუკუნეში ღრმავდება და სრულდება ფერწერისა და გრაფიკის გამიჯვნის პროცესი, რომლის ნიშნები ადრევე შეიმჩნეოდა გრაფიკის სპეციფიკა - ხაზების შეფერილობაში. ის გამოსახავს ფორმებს, გადმოსცემს მათ განათებულობას, სინათლისა და ჩრდილის შეფერადებას და ა.შ. ფერწერა აღბეჭდავს სამყაროს ფერთა რეალურ ურთიერთმიმართებას, ფერში და ფერის საშუალებით ის გამოხატავს საგნების არსს, მათ ესთეტიკურ ღირებულებას, გარემოსადმი მათ შესაბამისობას ან აშეუსაბამობას. გრაფიკისაგან პრინციპული განსხვავება ნათლად ჩანს იმპრესიონისტების ფერწერაში. იგი არაფერს გადმოსცემს ფერის გარეშე. ფერწერამ აითვისა სინათლე. ის გამოსახავს სინათლის, ბინდის, ნისლის ფერს. კლოდ მონეს სურათებში, რომლებშიც ლონდონის ნისლია გამოსახული, დაჭერილი და აღბეჭდილია სინათლის უმცირესი ცვალებადობა. თანამედროვე ფერწერაში - ამბობს პაბლო პიკასო ფუნჯის თითოეული მოსმა ზუსტ ოპერაციად იქცა, რომელიც მესაათის მოქმედებას ჰგავს.
იმპრესიონისტი მხატვრები თავიანთი ნაწარმოებებისთვის სიუჟეტებს თანამედროვე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეძებდნენ. რეალობას ისინი საკუთარი, პირადი ხედვის მიხედვით აძლევდნენ ინტერპრეტაციას. უმეტეს შემთხვევაში იმპრესიონისტები სუფთა ჰაერზე, ბუნებაში ხატავდნენ, სინათლე მათთვის ნახატის ძირითადი ელემენტი იყო. ისინი უარს ამბობდნენ ბნელ ფერებზე, იყენებდნენ ნათელ, წმინდა ფერებს და ცალკეულ ფენებად დებდნენ ტილოზე. იმპრესიონისტების ტილოები ცვალებად ბუნებას, წამიერ სილამაზეს გადმოსცემენ. ისინი არ ეძებენ იდეალურ სილამაზეს, მარადიულობას, რაც კლასიკურ ხელოვნებაში მთავარი იყო.
იმპრესიონისტულ მუსიკაში, ისევე როგორ მხატვრობაში ცისა და წყლის მომენტები ხშირად დაკავშირებულია. მაგალითად მონეს მხატვრობაში ცა არის ბაცი, ღია, მშვიდი. ამ ცას შეუძლია შთააგონოს ადამიანი, გადმოსცეს განცდა, ემოცია. მონე ცის ხატვისას იყენებს ნათელ გრადაციებს, სადა ფერს. გამა ძირითადად ერთი ფერისაა. იმპრესიონისტულ მუსიკაშიც ცა ანალოგიურია. ინტონაციურად ერთი ტონალობის ელფერი აქვს, არ მოძრაობს სხვა ტონალობებში. წყლის ხატვისას იმპრესიონისტები გაცილებით ინტენსიურ ფერს იყენებენ. გრადაციები აღარ არის სადა, წყალი ზოგჯერ მშვიდი, ზოგჯერ მღელვარეა, მაგრამ არასდროს აქვს დესტრუქციული ელემენტები და გრძნობები, არ არის საშიში. წყლის ხატვისას იმპრესიონისტები ძირითადად წყლის რელიეფს დაღარულს ხატავენ, რაც ადამიანში ხავერდოვანი გადასვლის, სრიალა ფორმის შეგრძნებას იწვევს. იმპრესიონისტ კომპოზიტორებთანაც შეიძლება ანალოგიური ითქვას. დებიუსის ბაღები წვიმის ქვეშ არ არის დამანგრეველი სტიქიის მუსიკა, ის უბრალოდ სასიამოვნო, ძლიერი წვიმაა რომელიც არავის და არაფერს ავნებს. კონკრეტულად წყლის აღწერისას იმპრესიონისტი კომპოზიტორები იყენებენ გამისებურ აღმა ან დაღმა სვლას, მსგავსად სრიალა ფორმების შეგრძნებისა, სინკოპირებული ფრაზები წყლის თამაშისას წყლის მოძრაობას გამოხატავენ. მაგალიტად რაველი ოკეანის აღწერისას წყლის ბგერების მაგვარ ინტონაციურ მომენტებთან ერთად ვიზუალურ ხატებსას იყენებს - ის ტალღების მოძრაობას შინაარსს აძლევს, როგორ მოძრაობს წყალი ნაპირზე, როგორ სადად მისრიალდება უკან ტალღა და ასე შემდეგ (დანართი 4).
კაზუია აკიმოტოს ნახატი დებიუსის მუსიკაზე ,,ბაღები წვიმის ქვეშ”, აღქმულია როგორც შხაპუნა წვიმის მოძრაობები. მუსიკიდან გამომდინარე დასაწყისი რაღაც წრიულ ბრუნვას მოგვაგონებს. ვფიქრობ ამ სურათში დასაწყისია აღბეჭდილი. წრიული ფორმები ბრუნვის შთაბეჭდილებას იწვევს, შავი, თეთრი, მაღალი, გადახრილი ხაზები კი ქარისაგან დაბნეულ წვეთებს წააგავს. წვიმა ალაგ-ალაგ ინტენსიური, ზოგგანაც შესუსტებულია. ნახატის გამა ლურჯია. მართალია ფერები ცივია, მაგრამ არ ტოვებს ყინულივით ცივ შეგრძნებას (დანართი 5).
[gallery]
7 comments:
მაგარიააა
madloba :)
They have been designed by finance industry called consolidate loan.
Compare rates, miscellaneous fees, late save money, and also because charging for credit score repair offer carefully.
On the contrary they help with free bad credit debt consolidation loan
based on the borrower?
True :)
Excellent excited analytical attention meant for fine detail and can anticipate problems just before these people take place.
I have read so many articles on the topic of the blogger lovers but
this article is really a nice piece of writing, keep it up.
In the battle of debt help services programs.
One sure-fire way to tell if the companies you are considering debt settlement as an option.
Their debt has spiraled out of control and they
are repenting when it is used wisely.
Post a Comment