Wednesday, May 18, 2011

რატომ არ აქვთ ცხოველებს არც კულტურა, არც ისტორია? David Premack and James Premack. Why Animals Have neither Culture nor History, pp.350-363.

ისტორია არის ცვლილებათა რიგი, რომელსაც განიცდიან სახეობები, რჩებიან რა ბიოლოგიურად უცვლელი. ადამიანთა საზოგადოებების მიერ უძველესი დროიდან განცდილი ცვლილებები, თანამედროვე საზომით, ძალიან ნელი იყო, რაც არქეოლოგებს საშუალებას აძლევს, მნიშვნელოვანი ეპოქები დაუკავშირონ კულტურული ცხოვრების ტექნოლოგიურ, მატერიალურ საფუძვლებში მომხდარ ცვლილებებს. დღეს ცვლილებები ბევრად რთული და მრავალმხრივია, მოიცავს არა მხოლოდ ტექნოლოგიებს და

კულტურის ცნების განსაზღვრებათა კლასიფიკაცია (ალფრედ კრიობერისა და კლაიდ კლაკჰონის სქემა)

აღწერილობითი განსაზღვრებანი:

ჩამოთვლილია კულტურის შემადგენელი ელემენტები, სტრუქტურული ერთეულები.

მაგალითი: კულტურა ის მთლიანობაა, რომელიც მოიცავს ცოდნას, რწმენა-წარმოდგენებს, ხელოვნებას, მორალს, წეს-ჩვეულებებსა და უნარებს, რომელიც შეიძინა ადამიანმა, როგორც საზოგადოების წევრმა (ე.ბ. ტაილორი).

ისტორიული განსაზღვრებანი:

ხაზგასმულია კულტურის მემკვიდრეობითობა, დროში

კულტურისა და ცივილიზაციის ცნებები

“კულტურა” ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიტყვაა როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში, ისე ყოფით მეტყველებაში. მას მრავალი მნიშვნელობა აქვს, რაც თვით კულტურის ფენომენის სირთულითა და მრავალფეროვნებითაა განპირობებული.

ტერმინი “კულტურა”  მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან კულტურა, რომელსაც, თავის მხრივ, საფუძვლად ედო ზმნა   ცოლერე. ამ უკანასკნელს მრავალი მნიშვნელობა გააჩნდა: დასახლება, კულტივირება, მფარველობა, თაყვანისცემა და სხვ. ზოგიერთი მათგანი შემდგომში დამოუკიდებელ ტერმინებად ჩამოყალიბდა, მაგალითად, “დასახლება” _  ცოლონუს – კოლონია, “თაყვანისცემა” _   ცულტუს – კულტი. ლათინურ ენაში ცულტურა , ძირითადად, მიწის დამუშავების მნიშვნელობით იხმარებოდა,

კულტურის მეცნიერული განსაზღვრება კულტურა

“კულტურა” ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიტყვაა როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში, ისე ყოფით მეტყველებაში. მას მრავალი მნიშვნელობა აქვს, რაც თვით კულტურის ფენომენის სირთულითა და მრავალფეროვნებითაა

კულტურის ცნების სხვადასხვა განმარტებები

კულტურა ნიშნავს იცოდე ყოველივე საუკეთესო, რაც თქმულა და რაც გაფიქრებულა ქვეყანაზე.

მეთიუ არნოლდი

(ინგლისელი პოეტი და კრიტიკოსი)

ადამიანი იმდენად განათლებული უნდა იყოს, რომ

კულტურული იდენტურობა

კულტურული იდენტურობა არის ამა თუ იმ ისტორიული ერთობის წევრ ინდივიდთა ამ ერთობის კულტურის წევრად.

ცივილიზაცია

“ცივილიზაცია” ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული კულტურულ-ისტორიულ კატეგორიაა, განსაკუთრებით დღეს, როცა ყურადღება ხალხებიდან და ქვეყნებიდან გადატანილ იქნა უფრო დიდ სტრუქტურებსა და პროცესებზე, რომლებიც ცივილიზაციის მასშტაბებში გაიაზრება. ო.ანდერლეს სიტყვით, კვლევის მიზნად იქცევა არა იმის გარკვევა, თუ რა ხდებოდა, არამედ როგორ ხდებოდა, ანუ პროცესების

ტრადიცია

ტრადიცია _ წინა თაობებიდან არაწერილობითი მემკვიდრეობის გზით მიღებული და დამკვიდრებული აზროვნებისა და ქცევის სტანდარტთა ერთობლიობა, ინფორმაცია საზოგადოებრივი ცხოვრების ადრინდელი გამოცდილების, რწმენა-წარმოდგენების, სოციალური პოზიციისა და ინსტიტუტების შესახებ. ტრადიცია მოიცავს სოციალური და კულტურული გამოცდილების დიდი ერთობლიობის მხოლოდ იმ კომპონენტებს, რომლებიც საზოგადოების წინაშე პერიოდულად წამოჭრილი

სასაზღვრო კულტურა

საზღვარი, საყოველთაოდ მიღებული მნიშვნელობით, აღნიშნავს მიჯნას ორ მთელს ან მთელის ორ ნაწილს შორის. სწორედ ასე ითარგმნება ლათინური ლიმეს _ საზღვარი, ზღვარი. ძველ რომში, პრაქტიკულ სიტყვათხმარებაში, ლიმეს აღნიშნავდა არა საზღვარს, არამედ

კულტურული ანთროპოლოგია

ტერმინი ორი მნიშვნელობით გამოიყენება:

1) ფართო მნიშვნელობით, იგი აღნიშნავს სამეცნიერო დისციპლინას, რომლის შინაარსი “კულტუროლოგიის” ანალოგიურია. უფრო ზუსტად, კულტურანთროპოლოგია კულტუროლოგიის წინამორბედად განიხილება, რომლის ფარგლებში დაგროვდა შემდგომში კულტუროლოგიის სხვადასხვა სფეროში განშტოებული ცოდნა. იგი მოიცავდა ეთნოლოგიას, ისტორიას, სოციოლოგიას, გეოგრაფიას, დემოგრაფიასა და

კულტურათა ურთიერთქმედება

ასე ეწოდება უშუალო კავშირურთიერთობის სახეს, რომელიც ყალიბდება, სულ მცირე, ორ კულტურას შორის, აგრეთვე ამ ურთიერთობათა შედეგად წარმოშობილ გავლენებსა და ორმხრივ ცვლილებებს. კულტურათა ურთიერთქმედების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფასეულობათა, მახასიათებელთა, კულტურული აქტივობის ფორმათა შეცვლას, ახალი ორიენტირების გაჩენას, რაც გარედან მომდინარე იმპულსების გავლენით ხდება. კულტურათა ურთიერთქმედება, როგორც წესი,

კულტურა და ისტორია

თავდაპრიველად (XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე) ამერიკელი მკვლევარები კულტურულ ანთროპოლოგიას წარმოადგენდნენ, როგორც “კულტურის ბუნებრივ ისტორიას”, რომელიც მოიცავდა არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ელემენტებს. პირველყოფილი კულტურების სხვადასხვა ფენომენის (მითები, მაგია, რიტუალები და სხვ.) კვლევისას კულტურანთროპოლოგები ფართოდ იყენებდნენ საისტორიო

იდენტურობა, იდენტიფიკაცია, თვითიდენტიფიკაცია

სიტყვა “იდენტურობა” მოდის ლათინური ფრაზიდან Idem et Idem, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს “იგივე და იგივეს” ანუ “ერთსა და იგივეს”. იდენტურობა არის ადამიანის ფსიქოლოგიური წარმოდგენა საკუთარ “მე”-ზე, როგორც სუბიექტურად აღქმულ მთლიანობასა და ინდივიდუალურობაზე, რომლის მეშვეობით პიროვნება საკუთარ თავს აიგივებს გარკვეულ ტიპოლოგიურ კატეგორიასთან (სახელმწიფო, სოციალური სტატუსი, კულტურა, ეროვნება, ასაკი, სქესი, პროფესია და ა.შ.). სოციალურ მეცნიერებებში გამოყოფენ სოციალურ იდენტურობას, კულტურულ იდენტურობას, ეთნიკურ იდენტურობას, ჯგუფურ იდენტურობას. იდენტურობის მექანიზმი გადამწყვეტ როლს

ევროპოცენტრიზმი

ევროპოცენტრიზმი იდეოლოგიური კონცეფციაა, რომლის თანახმად, ევროპა თავისი უნიკალური სულიერი წყობით მსოფლიო კულტურისა და ცივილიზაციის ცენტრს წარმოადგენს, მან წამყვანი როლი ითამაშა თანამედროვე ცივილიზაციისა და

დასავლეთისა და აღმოსავლეთი. მახასიათებელთა ოპოზიცური წყვილები

კულტურის მეცნიერებებში დასავლეთი და აღმოსავლეთი განიხილება როგორც მსოფლაღქმისა და საზოგადოებრივი მოწყობის ორი პრინციპულად განსხვავებული ტიპი; ეს განსხვავება ფიქსირდება ზოგადტიპოლოგიურ დონეზე, სადაც გაერთმნიშვნელიანდება ეთნიკური და ეროვნული განსხვავებანი კონკრეტულ საზოგადოებათა შორის. სამეცნიერო ლიტერატურაში გვხვდება დასავლეთისა და აღმოსავლეთის მახასიათებლებად მიჩნეული რიგი ნიშან-თვისებების ჩამონათვალი, რომლებიც

განაპირა კულტურა

“განაპირულობა”კულტუროლოგიური ცნებაა და მიუთითებს ამა თუ იმ რეგიონის კულტურულ სპეციფიკაზე. იგი გულისხმობს ცვლილებებსა და ტრანსფორმაციებს “დიდი” კულტურის სისტემის ფარგლებში. იქმნება კულტურის ელემენტთა ახალი კომბინაციები, ახალი აქცენტები, იცვლება ელემენტთა ურთიერთქმედების ფორმები; რაღაც აქტუალიზდება, რაღაც უკანა პლანზე გადადის, მაგრამ ყველაფერი ეს ხდება “დიდი” კულტურის პრინციპების, კანონზომიერებათა და ტენდენციათა

აფროცენტრიზმი

აფროცენტრიზმი წარმოადგენს თეორიას, რომელიც მიმართულია აფრიკული კულტურის უპირატესობის წარმოჩენისაკენ. აფროცენტრიზმი გავრცელდა კოლონიური სისტემის რღვევის შემდეგ, თუმცა ნეგროიდული რასის წარმომადგენელთა მიერ საკუთარი კულტურის ორიგინალობის გააზრების მცდელობა სათავეს იღებს XIX საუკუნის შუა ხანებიდან, მარქსიზმის წარმოშობის

ასიმილაცია

ასიმილაცია არის ორი კულტურის ურთიერთქმედების პროცესი, რომლის შედეგად ერთ-ერთი მათგანი კარგავს საკუთარ იდენტურობას და შთაინთქმება მეორის მიერ. ასიმილაციის პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც ბუნებრივი, ასევე

ამერიკანოცენტრიზმი

ამერიკანოცენტრიზმი ევროპოცენტრიზმის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს განიხილავს როგორც ახალი კულტურის ციტადელს. ამერიკასა და ევროპას შორის კულტურული კავშირების გააზრებას ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. ამერიკელი ერის სოციალურ-ისტორიული გამოცდილების

აკულტურაცია

აკულტურაცია (ლათ. ად _ “-თან”, “-კენ” + ცულტურე) არის კულტურათა ურთიერთქმედების ერთ-ერთი ფორმა. ეს ტერმინი პირველად ამერიკულ კულტურანთროპოლოგიაში გაჩნდა (ფ. ბოასი, უ. ჰოლმსი, უ. მაკ-ჯი, რ. ლოუი) და აღნიშნავდა კულტურული ცვლილებების პროცესს, რომლებიც XIX საუკუნეში ჩრდილოამერიკულ ტომებში მიმდინარეობდა. პირველ

Tuesday, May 17, 2011

ტოპოსი ვიზუალურ ხელოვნებაში

რევოლუციური გარდაქმნა ფიგურატიულ პლასტიკაში ჯერ კიდევ ანტიკურობაში მოხდა, რასაც შემორჩენილი თეორიული მემკვიდრეობა მომწმობს. ფეოდალურ სამყაროში, მაგალითად ბიზანტიური ხელოვნება რამდენიმე საუკუნით კვლავ უბრუნდება ფრონტალურობას, ფიგურის სქემატურ, არამოცულობით ხასიათს, რაც რელიგიის სპირიტუალურმა ხასიათმა განაპირობა. გამოსახულება ღვთაებრივი

კონცეპცია ხელოვნებაში, როგორც პლასტიკური საწყისისა და შინაარსული იდეალური მომენტის ერთიანობა(ვლადიმერ ასათიანის ერთ-ერთი ლექციიდან)

შემოქმედებითი პროექტის განხორციელება მოითხოვს  გარკვეულ  კონცეპციას.

მხატვრული კონცეპცია ეს არის  გარკვეული იდეა, რომელიც  ხელოვნების ხერხებით უნდა განხორციელდეს მხატვრულ  ნაწარმოებში.

ეს პროცესი ზოგადად დამახასიათებელი არის ხელოვნების ყველა ეპოქაში და მისი

გემოვნების მოქმედების მექანიზმი ვიზუალურ ხელოვნებაში (ვლადიმერ ასათიანის ნაშრომის: ,,გემოვნება, როგორც მხატრვული ცოდნის სპეციფიკის საფუძველი და შემეცნების ფორმა” მიხედვით)

ხელოვნების ისტორიული და ტექნოლოგიური ცოდნა უნდა განვასხვავოთ ხელოვნების ფარგლებში დაგროვილი ცოდნისაგან.

მხატვრული სპეციფიკა როგორც ასაღწერ ობიექტს, ისე მის ასახვას სწავლობს.  პ.ვალერის თქმით გასაკვირია მსჯელობა შემოქმედების, შთაგონების შესახებ, როცა აზრად არავის მოსდის როგორ ყალიბდება მელოდია ან მარტივი ფრაზა.  ასე რომ მხატვრული მექანიზმის სტრუქტურას და ქმნადობას ვერ ავუვლით

რიხარდ ვაგნერის გენიის ზოგიერთი ასპექტი

რიხარდ ვაგნერი დაიბადა 1813 წლის 22 მაისს ქალაქ ლაიპციგში. ის იყო კარლ ფრიდერიკ ვაგნერის მეცხრე შვილი. ვაგნერის დაბადებიდან 6 თვეში გარდაიცვალა მამამისი, ამიტომაც დედამისმა ჯოანა ვაგნერმა დაიწყო მსახიობ-დრამატურგ ლუდვიგ გეიერთან ცხოვრება. გეიერი რიხარდს თავის თეატრისადმი სიყვარულს უზიარებდა. რიხარდი ხშირად გადიოდა თეატრის სცენაზე. ავტობიოგრაფიაში ის იხსენებს, თუ როგორ თამაშობდა ანგელოზის როლს. პატარა ვაგნერზე შთაბეჭდილება მოახდინა ვებერის ოპერა ”ჯადოსნური

ეკოესთეტიკური ფორმების დეკადანსი პოსტმოდერნისტული ეპოქის ხელოვნებაში

ტექნოლოგიის და ტექნიკის განვითარებამ ადამიანს რამდენედაც ცხოვრება გაუადვილა, იმდენად მოწყვიტა ბუნებას. მაგალითად აღარ გვჭირდება მიწასთან ან მცენარესთან შეხება მოსავლის ასაღებად თუ დასამუშავებლად, აღარ გვიხდება ხალხთან ურთიერთობა, როცა სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით გამოვიწერთ საჭირო პროდუქტს, არ