შემოქმედებითი პროექტის განხორციელება მოითხოვს გარკვეულ კონცეპციას.
მხატვრული კონცეპცია ეს არის გარკვეული იდეა, რომელიც ხელოვნების ხერხებით უნდა განხორციელდეს მხატვრულ ნაწარმოებში.
ეს პროცესი ზოგადად დამახასიათებელი არის ხელოვნების ყველა ეპოქაში და მისი ყველა სახეობისათვის.
მხატვრული კონცეპციის განხორციელებისათვის ისტორიულ ხელოვნებაში თავს იჩენდა დაპირისპირება, თუU რა გზით ხორციელდებოდა გარკვეული კონცეპცია ჯერ კიდევ პირველყოფილი პალეოლითის ხანის ხელოვნებაში. ბუნებრივ-რეალისტური, ანუ როგორც მათ უწოდებენ სენსორული ფორმებით სიმბოლურ-ნიშნური, სქემატური ანუ როგორც მათ უწოდებენ –იმაჟინიტარული ფორმებით.
სახეებს და მათ უწოდებენ უკან მოაზრებადი გარკვეული პრიმიტიული კონცეპციების გადმოცემას.
სენსორული ნიშნავს ხელშესახებს და შეეხება ცხოველთა რეალისტურ გამოსახულებას.
იმაჟინიტარული ნიშნავს წმინდა წარმოსახვითს/ნივთობრივს და არა სქემატურ ნიშნებს. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ასეთი დაპირისპირება საერთოდ სახეცვლილი ფორმებით თან გასდევს სახვით ხელოვნებას მთელი მისი განვითარების მანძილზე.
ზემოთაღნიშნული ეხმიანება XIX-XX საუკუნის ხელოვნების თეორისათვის დამახასიათებელ დაპირისპირებას რეალისტურ და არარეალისტურ ფორმალისტურ ხელოვნებას შორის. უნდა ითქვას, რომ ეს დაყოფაც გარკვეულწილად პირობითია რადგან რეალისტურობა არარის მხოლოდ რეალობა.
რეალიზმის დამაჯერებლობის მიღმა ყოველთვის დგას წარმოსახვა. დამაჯერებლობა კი ყოფით სიმართლეზე არ დაიყვანება.
XX საუკუნის დაპირისპირება, რომელიც ტრადიციული, პლასტიკური, სივრცული, ტოპოსის მქონე ხელოვნების პარალელურად მოდერნისტული ხელოვნების იმ მიმდინარეობათა გაჩენამ განაპირობა, ცდილობდნენ სივრცული პლასტიკის გზით გავრცელებულ კონცეფციის მინიმალიზაციას და მხატვრული იდეის ნივთობრივი საწყისიდან მაქსიმალური განხორციელების გზით გადმოცემას. ანუ ეს არის დაპირისპირება ტოპოსსა და ,,აიდოს~ შორის, როგორც პირობითად და ხელოვნურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს ეს დაპირისპირება.
ფაქტია, რომ XX საუკუნის ხელოვნებას ეს დაპირისპირება ხაზად გასდევს კუბიზმში და აბსტრაქციონიზში.
შუა საუკუნეებამდე, რენესანსის ეპოქამდე თომა აკვინელმა 1225-1274 წლებში აქცენტი ბიზანტიური ესთეტიკის წარმართულ სულიერ სილამაზეს გრძნობად ბუნებრივ სხეულებრივ სილამაზეზე გადაიტანა და ამით არისტოტელეს ფილოსოფიური მეთოდოლოგია გაააქტიურა შუა შაუკუნებრივ ესთეტიკურ ცნობიერებაში. სწორედ ამან მისცა ბიძგი აღორძინების საერთო ხელოვნების ჩამოყალიბებას დასავლეთში.
ნეოთომისტების დამახასიათებელია სახვითი ხელოვნება არა როგორც მხოლოდ მიმეტური, არამედ პირველ რიგში პლასტიკური ხელოვნების აღქმა, არამარტო გადმოღება ბუნებრივი ფორმების, არამედ ბუნების დარად საკუთარი პლასტიკური ფორმების ქმნა. აღსანიშნავია, რომ ყოველივე ეს ანტიკური ფილოსოფიისათვის იყო დამახასიათებელი, მაგრამ ნეოთომისტებისგან ხელოვნებისადმი ამგვარ მიდგომაში ჩამოყალიბებული სისტემური სახე მიიღო და სწორედ ის უპირისპირდება არანივთობრივ წმინდა კონცეპტუალიზმს კანდინსკისთან, მილევიჩთან და ავანგარდიზმის სხვა თეორიტიკოსებთან.
შემოქმედებითი პროექტის კონცეპტუალიზმში მოხსენიებული ნებისმიერი მხატვარი შეიძლება დადგეს გარკვეულ გზაგასაყარზე. პოლასტიკურად გააგრძელოს იდეა, აირჩიოს კონცეპტუალურად დეტალიზირებული გზა, გარკვეული ნაზავი მოგვცეს იმ მიდგომებისა, რაც არაერთხელ მომხდარა XX საუკუნის ხელოვნებაში.
თავისთავად რელისტურობა-არარეალისტუროთ ჩამოვაყალიბეთ.
აქედან გამომდინარე პლასტიკური ტიპოლოგიური გააზრების საფუძველზე გადმოცემული იდეის შინაარსს კონცეპტუალური მინიმალურ სახეობათა საფუძველზე აგებული ნაწარმოების კონცეპციაზე ხორციელდება ყველაზე თავლსაჩინო შემოქმედებითი პროექტი.
სახვით ხელოვნებაში, არქიტექტურა დიზაინში თუ ხელოვნების სხვა სახეობაში ყველაზე დიდ ასპარეზს იდეების დაპირისპირებისათვის ქმნის. გამოყენებითი ხელოვნების დარგებიდან არ არის შეზღუდული ფუნქციონალურად არქიტექტურული თავლსაზრისით.
აღნიშნული კოლიზიის ფუნდამენტურ ხასიათზე მეტყველებს, ის რომ სახის პლასტიკური, ხელშესახები, ემოციურ გააზრებასა თუ აბსტრაქციულ არქიტექტურული, მთლიანად დაქვემდებარებული ფორმით წარმოდგენილია ლიტერატურაში. დაწყებული ბუნებრივი პლასტციზმით, პირველი შეხედვით მოკლებული სახეობით დამთავრებული, როგორიცაა მაგალითად მუსიკა.
No comments:
Post a Comment