რიხარდ ვაგნერი დაიბადა 1813 წლის 22 მაისს ქალაქ ლაიპციგში. ის იყო კარლ ფრიდერიკ ვაგნერის მეცხრე შვილი. ვაგნერის დაბადებიდან 6 თვეში გარდაიცვალა მამამისი, ამიტომაც დედამისმა ჯოანა ვაგნერმა დაიწყო მსახიობ-დრამატურგ ლუდვიგ გეიერთან ცხოვრება. გეიერი რიხარდს თავის თეატრისადმი სიყვარულს უზიარებდა. რიხარდი ხშირად გადიოდა თეატრის სცენაზე. ავტობიოგრაფიაში ის იხსენებს, თუ როგორ თამაშობდა ანგელოზის როლს. პატარა ვაგნერზე შთაბეჭდილება მოახდინა ვებერის ოპერა ”ჯადოსნური ისრის მსროლელის” გოტიკურმა ელემენტებმა.
ვაგნერის შემოქმედების შესახებ არაერთ მუსიკოსსა თუ ფილოსოფოსს უმსჯელია. რუსი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკის მცირე შენიშვნა ვაგნერის შესახებ დაწერილია მის მიერ 1891 წელს ნიუ-იორკის გაზეთ “დილის ჟურნალისათვის”, სადაც მოცემულია შეფასება ვაგნერის მოღვაწეობაზე, გამოხატულია ურთიერთობა, მრავალრიცხოვანი გამონათქვამები, თვითონ ჩაიკოვსკისა და რუსული მოწინავე მუსიკალურ-კრიტიკული აზრები, უდიდეს გერმანელ მუსიკოსზე.“დილის ჟურნალის” მკითხველები მთხოვენ, გამოვთქვა ჩემი შეხედულება ვაგნერზე. მე ამას ვაკეთებ ღიად და პირდაპირ, მაგრამ ვალდებული ვარ გავაფრთხილო ისინი, რომ ამ საკითხში ვხედავ ორ მხარეს. პირველი ვაგნერი და მდგომარეობა, რომელიც მას უკავია მე-19 ათასწლეულის კომპოზიტორებს შორის და მეორე ვაგნერიზმი. შეიძლება უცბად დაინახოთ, რომ კომპოზიტორებით აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ მე განვიცდი ნაკლებ სიმპათიას მათ მიმართ, ვინც არის კულტი ვაგნერის თეორიისა. როგორც კომპიზიტორი, ვაგნერი არის ერთ-ერთი შესანიშნავი პიროვნება ამ ათაწლეულის მეორე ნახევრისა. მისი ზემოქმედება მუსიკაზე უდიდესია. ის იყო დაჯილდოებული მუსიკალური გამოხატვის დიდი ძალით. მან გახსნა თავისი ხელოვნების ახალი ფორმები და იდგა გერმანული მუსიკის რიგებში მოცარტის, ბეთჰოვენის, შუბერტისა და შუმანის გვერდით, მაგრამ ჩემი ღრმა და მყარი მტკიცებით, ის იყო გენია, მცდარი გზის მიმდევარი. დიდ და ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებს მისი მუსიკა “სახელოვნო უვერტიურა”, რომელშიც იგი ხატავს დოქტორ ფაუსტს. “ლოენგრინის” შესავალი, რომლის შექმნაც საოცნებო ქვეყნებმა შთააგონეს და მრავალი სხვ. რაღა უნდა ვთქვათ ვაგნერიზმზე? ვაგნერისტი რომ ვიყოთ, უნდა უარვყოთ ყველაფერი, რაც ვაგნერის შექმნილი არ არის, ამისათვის აუცილებელია იგნორირება გავუკეთოთ მოცარტს, შუბერტს, შუმანს და შოპენს; არა!!! პატივს ვცემ დიდ გენიას, შემქმნელს “ლოენგრინის” და მრავალი სხვა ნაწარმოებებისა. ერთგულად ვიყრი მუხლს მის წინაშე, მაგრამ მე არ ვაღიარებ იმ რელიგიას, რომელიც მან შექმნა.”
ეს მუსიკა სრულყოფილად მეჩვენება, მარტივად, მოქნილად, არ გითრევს მასში. ,,ყველაფერი ღვთაებრივი მარტივი და გენიალურია” ამბობს ვაგნერი. მისი მუსიკა ბოროტების, სიკეთის და მსგავს კონტრასტულ ელემენტებს შეიცავს. გარდა ამისა ის ქმნის კონტრასტებს მუსიკაში შენების, ორგანიზებისა და დასრულების მომენტებით. გაგიგიათ უფრო შეურაცმყოფელი, ტრაგიკული ტონი სცენაზე? და როგორ მიიღწევა! - ტყუილის გარეშე მაღალი სტილის გამოყენებით, ბოლოსდაბოლოს: ეს მუსიკა თვლის მსმენელს ინტელიგენტად ან თავად მუსიკოსად - ამაშიც ვლინდება ვაგნერის გენია, როგორც ხელოვნებაში ინტერაქტიული პროცესის ერთ-ერთი წინ წამომწევი.
ბიზე ამბობს, რომ ხშირად კანკალებს ვაგნერის მუსიკისგან მოსალოდნელი გრძნობებით, ნაბიჯების მაგვარი ხმოვანი ინტონაციებით და იხიბლება ბედნიერების გამომხატველი ადგილებით. აღნიშნავს, რომ ვაგნერის მუსიკა აფიქრებინებს ადამიანს თუ როგორი თავისუფალია მისი ბუნება, შესაძლებლობები კი - უკიდეგანო. აბსტრაგირებს ცას, რომელიც მჭექარე მეხით და თვალისმომჭრელი ელვით არის სავსე. ბოლოს კი ამბობს, რომ არ აქვს მეტი დამადასტურებელი საბუთი, რატომაა ვაგნერის მუსიკა კარგი.
ვაგნერმა მერიმესაგან შეიძინა ლოგიკისადმი მიდრეკილება, რაც მის მუსიკაში მთელი სიმძაფრითაა გამოხატული. ვაგნერი სამხრეთის ტენიანი ჰავისაკენ ინაცვლებს და ყველანაირი მუსიკალური დამოკიდებულების მიმართ ცვლის კლიმატს. ხშირად იყენებს შეგრძნებებს, რომელიც სავსეა უდაბნოსებრი სიხრიოკით, ტენიანობითა თუ კონტრასტული ტემპერატურებით. მისი მხიარული მოტივები არაა ფრანგული ან გერმანული მოტივებით გაჟღენთილი, არამედ აფრიკული ტემპერატურული კონტრასტებთ. ნიცშეს შურს ბიზესი, რომ მას ასეთი ფაქიზი მგრძნობელობა ჰქონდა ვაგნერის მუსიკის მიმართ, რომელიც იმდროინდელ ევროპულ მუსიკალურ კულტურაში ნაკლებობას განიცდიდა.
ვაგნერი, როგორც შემოქმედი და გენიოსი, ღრმადაა განსწავლული ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში. იცის, რა ტიპის ინტონაცია რაგვარად აღიქმება მსმენელში, რა შეგრძნებებს აღძრავს, რას აზროვნებს და საით მიჰყავს. ვაგნერის შინაგანი ბუნება საკუთარი შფოთითა და სიმშვიდით თავადვე დიდი კონტრასტული დიაპაზონია. მის გენიას ძალუძს ადამიანი საოცარი სიმძლავრით მოაქციოს აზვირთებული ტალღების ქვეშ, გასრისოს, გაანადგუროს ან საერთოდ სიმშვიდის განცდა მიანიჭოს. რაც შეეხება ხანგრძლივი გრძნობისა და შეგრძნების გაჩენას, აქაც დიდ ოსტატობას იჩენს კომპოზიტორი. საზოგადოდ, მუსიკას შეუძლია ადამიანს კონკრეტული ან ზოგადი შეგრძნება მიანიჭოს მოსმენის დროს, მაგრამ ოსტატობა ისაა, რომ შეგრძნების სიმძაფრე აჭარბებს მუსიკის მიმდინარეობის პერიოდს და დასრულების შემდეგაც გრძელდება. ვაგნერის მუსიკის ამ იშვიათ ნიჭს ჰიტლერი აქტიურად იყენებდა, მისი იდეოლოგიის სიცოცხლის განმავლობაში ვაგნერის ოპერებიდან და დრამატული მუსიკიდან ამონარიდები ამ იდეოლოგიის მუსიკალური ფონი იყო.
ვაგნერი როგორც კომპოზიტორი ისე დამკვიდრდა მსოფლიო ისტორიაში, თუმცა მისი გენია მაინც მძაფრად შეიცავს ღრმად ფილოსოფიას, ლოგიკას და უდიდეს ზოგადსაკაცობრიო სპეციალურ და არასპეციალურ ცოდნა-გამოცდილებას. ყოველივე ეს გენიის მუსიკალურ-ესთეტიკურ გემოვნებას აძლიერებს, ხვეწს და რაც მთავარია უქმნის ზომიერების ბადეს, რომელიც მის შემოქმედებას ინტერსუბიქტურს ხდის.
დათო ნადირაძე
No comments:
Post a Comment