კულტურა ნიშნავს იცოდე ყოველივე საუკეთესო, რაც თქმულა და რაც გაფიქრებულა ქვეყანაზე.
მეთიუ არნოლდი
(ინგლისელი პოეტი და კრიტიკოსი)
ადამიანი იმდენად განათლებული უნდა იყოს, რომ კულტურას კრიტიკული თვალით შეხედოს.
სემუელ ბატლერი
(XIXს. ინგლისელი ნოველისტი და სატირიკოსი)
კულტურა ყველაფერია. კულტურაა ის, თუ როგორ ვიცვამთ, თუ როგორ გვიჭირავს თავი, როგორ დავდივართ, როგორ ვიკეთებთ ჩვენს ჰალსტუხებს... კულტურა არაა მხოლოდ წიგნების წერა და სახლების შენება.
აიმე ცეზარი
(მარტინიკელი მწერალი, პოეტი, დრამატურგი)
ვერცერთი კულტურა ვერ იცოცხლებს, თუ შეეცდება, ჩაკეტილი იყოს.
მაჰათმა განდი
(ინდოელი პოლიტიკოსი და სულიერი ლიდერი)
კულტურა განსაკუთრებული ცოდნის ერთობლიობას გავს, რომელიც თავს იყრის ერთ საერთო ოჯახში და მისი თითოეული წევრის საკუთრებას წარმოადგენს. როდესაც ჩვენ, დიდი კულტურის ოჯახის წევრები, ერთმანეთს ვხვდებით, ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს მოგონებებს პაპა ჰომეროსზე, საშინელ დოქტორ ჯონსონზე, დეიდა საფოსა და საწყალ ჯონი კიტსზე.
ალდას ჰაქსლი
(ინგლისელი ნოველისტი, ესსეისტი და კრიტიკოსი)
კულტურა სხვა არაფერია, თუ არა განათლების მშვენიერი ყვავილობა. იგი გრძნობების, გემოვნებისა და მანერების წვრთნით მიიღწევა.
მინი კელოგი
(იროკეზების ლიდერი)
ღარიბს არაფერი ესაქმება კულტურასთან და უნდა ერიდოს მას. კულტურა არ იჭმევა და მას ვერ გაყიდი; ღარიბებს შეუძლიათ, მხოლოდ ერთმანეთს გადასცენ იგი და ამის გამოა სწორედ ქვეყანა სავსე მშიერი ხალხით, რომელიც მზადაა ყველაფერი გასწავლოს ამ ქვეყანაზე.
ობრი მენენი
(ინგლისელი მწერალი)
კულტურა ჩვევაა _ დაჯილდოებული იყო საუკეთესოთი და იცოდე, თუ რისთვის.
ჰენრი ვან დაიკი
(ინგლისელი მწერალი)
ბუნება კულტურის გარეშე უფრო ღირსია შექებისა, ვიდრე კულტურა ბუნების გარეშე.
ციცერონი
(რომაელი ორატორი)
კულტურული მემკვიდრეობის გადაცემის დროს ადამიანი ყოველთვის ცდილობს გადასცეს მომავალ თაობას თავისი მშობლების უნარ-ჩვევები და ფასეულობები, მაგრამ ეს მცდელობა ყოველთვის განწირულია წარუმატებლობისათვის, რამეთუ კულტურული ტრანსმისია დამოკიდებლია სწავლაზე და არა დნმ-ზე.
გრეგორი ბეიტსონი
(ამერიკელი ანთროპოლოგი)
როდესაც სიტყვა “კულტურა” მესმის, ხელი იარაღისკენ მიმაქვს ხოლმე.
ჰანს იოსტი
(გერმანელი ნაცისტი დრამატურგი და პოეტი)
კულტურა პროფესორების ხელში გამოგონილი იარაღია, რათა ახალი პროფესორები აწარმოონ, ხოლო ამ უკანასკნელებმა, თავიანთ ჯერზე _ სხვა ახალი პროფესორები.
სიმონ ვილი
(ფრანგი ფილოსოფოსი)
თუ შენ მოცემულ სიტუაციაში მხოლოდ იმას ხედავ, რასაც ყველა სხვა, ე.ი. ... შენ იმდენად ეკუთვნი შენს კულტურას, რომ მისი მსხვერპლიც გამხდარხარ.
სამუელ იჩიე ჰაიაკავა
(ამერიკელი ენათმეცნიერი, სენატორი)
რა შანსი აქვს კულტურას გადარჩენის, როდესაც მისივე ელიტები აქტიურად მიისწარფვიან მისი განადგურებისკენ?
უილიამ სტერგის ლინდი
(ამერიკელი მწერალი, პუბლიცისტი, “კულტურული კონსერვატიზმის ცენტრის” დირექტორი)
უხეშად რომ ვთქვათ, კულტურაა ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, და რასაც მაიმუნები არ აკეთებენ.
ლორდ რაგლანი
(ბრიტანელი სამხედრო მოღვაწე)
თევზი მხოლოდ წყლის გარეთ ხვდება, რომ იგი მისთვის აუცილებელია. ჩვენი კულტურაც წყალივითაა. ჩვენ მისით ვსაზრდოობთ. ჩვენ ვცხოვრობთ და ვსუნთქავთ მისი მეშვეობით.
ფონს ტრომპენაარსი
(კულტურის ფსიქოლოგიის მკვლევარი ბიზნეს-ეკონომიკის სფეროში)
მე მხოლოდ ფრანგული კულტურისა მწამს, ხოლო ყველაფერს, რასაც დანარჩენ ევროპაში კულტურას უწოდებენ, გაუგებრობად მივიჩნევ, რომ აღარაფერი ვთქვათ გერმანულ კულტურაზე.
ფრიდრიხ ნიცშე
(გერმანელი ფილოსოფოსი)
დასავლური კულტურის პარადიგმას წარმოადგენს მოსაზრება, რომ ადამიანური ბუნება სახიფათოა. ამიტომ იგი უნდა გაიწვრთნას, იმართოს და გაკონტროლდეს უმაღლესი ხელისუფლების მიერ.
კარლ რენსომ როჯერსი
(ამერიკელი ფსიქოლოგი)
კულტურა, ანუ ცივილიზაცია, ფართო ეთნოგრაფიული აზრით, შედგება ცოდნის, რწმენა-წარმოდგენების, ხელოვნების, ზნეობის, კანონების, ზნე-ჩვეულებებისა და ზოგი სხვა უნარ-ჩვევისაგან, რომელიც შეძენილია ადამიანის, როგროც საზოგადოების წევრის მიერ.
ედუარდ ბერნეტ ტაილორი
(ბრიტანელი ეთნოლოგი)
კულტურა არის მოღვაწეობის ხერხებისა და რწმენა-წარმოდგენათა კომპლექსი, რომელიც მიღებულია სოციალური მემკვიდრეობის გზით და რომელიც წამოადგენს ჩვენი ცხოვრების ქსოვილს.
ე.სეპირი
(ამერიკელი ლინგვისტი)
კულტურა – ეს არის აღქმისა და რეაგირების სქემატიზებული და ეტალონური წესი, რომელიც იქმნება და გადაეცემა, უმთავრესად, სიმბოლოების მეშვეობით. კულტურის ბირთვს შეადგენს ტრადიციული (ისტორიულად შერჩეული და გადაცემული) იდეები და ამ იდეებთან დაკავშირებული ფასეულობანი.
ალფრედ კრიობერი, კლაიდ კლაკჰონი
(ამერიკელი სოციოლოგები)
კულტურა არის რწმენათა, ფასეულობათა და გამომსახველობით საშუალებათა ერთობლიობა, რომელიც საერთოა რომელიღაც ჯგუფისათვის და ემსახურება ამ ჯგუფის წევრთა გამოცდილების მოწესრიგებასა და ქცევის რეგულირებას.
ნეილ სმელზერი
(ამერიკელი სოციოლოგი)
კულტურა არის სოციოლოგიური აღნიშვნა შესწავლილი ქცევისა, რომელიც არ დაჰყვება ადამიანს დაბადებიდან, არ არის ჩადებული ჩანასახოვან უჯრედებში, როგორც კრაზანებთან და ჭიანჭველებთან, არამედ ათვისებული უნდა იქნას ყოველი ახალი თაობის მიერ, უფროსთაგან შესწავლის გზით.
რუთ ბენედიქტი
(ამერიკელი კულტურანთროპოლოგი)
კულტურა არის ქცევისა და მსოფლმხედველობის სტერეოტიპი.
ლევ გუმილიოვი
(რუსი მეცნიერი)
კულტურა ჩვევათა გარსია.
თომას კარლაილი
(ინგლისელი ისტორიკოსი)
საზოგადოების კულტურა შედგება იმისაგან, რაც საჭიროა ვიცოდეთ და საჭიროა გვწამდეს, რათა ჩვენი ქცევა მისაღები იყოს საზოგადოების სხვა წევრებისათვის.
უორდ გუდინაფი
(ამერიკელი ანთროპოლოგი)
კულტურას ვუწოდებთ საგნების და მოვლენების ერთობლიობას, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ ადამიანის სახეობისათვის დამახასიათებელ მენტალურ უნართან _ მოახდინოს საგნებისა და მოვლენების სიმბოლიზაცია. კულტურა შედგება მატერიალური საგნების, მოქმედებების, რწმენა-წარმოდგენებისა და ურთიერთობებისაგან, რომლებიც ფუნქციონირებენ სიმბოლურ კონტექსტში. იგი რთული ექსტრასომატური მექანიზმია, რომელსაც ადამიანი იყენებს გადარჩენისა და არსებობისათვის ბრძოლაში.
ლესლი უაიტი
(ამერიკელი კულტურანთროპოლოგი)
სპეციფიკურ ადამიანურ თავისებურებებს, რომლებიც განასხვავებს ჰომო საპიენს-ის მოდგმას ყველა სხვა ცოცხალი არსებისაგან, მოიცავს ტერმინი “კულტურა”.
ვილჰელმ ოსტვალდი
(გერმანელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი)
კულტურა არის:
ხალხის ცხოვრების განზოგადებული წესი.
სოციალური მემკვიდრეობა, რომელსაც ინდივიდი იღებს თავისი ჯგუფისაგან.
ქცევის აბსტრაქცია.
ადამიანთა ჯგუფის ქცევის ანთროპოლოგთა მიერ შექმნილი ვერსია.
კოლექტიური ცოდნის საგანძური.
შესწავლადი ქცევა.
გარემოსა და სხვა ადამიანებთან შეგუების ხერხთა ერთობლიობა.
ნალექი, რომელსაც ტოვებს ისტორია.
რუკა, მატრიცა.
კლაიდ კლაკჰონი
(ამერიკელი სოციოლოგი)
კულტურა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც სულიერი ცხოვრების იდუმალი ჭაობიდან იბადება და ცოცხალი ორგანიზმოსათვის დამახასიათEბელ ყველა საფეხურს გადის: ბავშვობას, სიმწიფეს, სიბერესა და სიკვდილს.
ოსვალდ შპენგლერი
No comments:
Post a Comment