“კულტურა” ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიტყვაა როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში, ისე ყოფით მეტყველებაში. მას მრავალი მნიშვნელობა აქვს, რაც თვით კულტურის ფენომენის სირთულითა და მრავალფეროვნებითაა განპირობებული.
ტერმინი “კულტურა” მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან კულტურა, რომელსაც, თავის მხრივ, საფუძვლად ედო ზმნა ცოლერე. ამ უკანასკნელს მრავალი მნიშვნელობა გააჩნდა: დასახლება, კულტივირება, მფარველობა, თაყვანისცემა და სხვ. ზოგიერთი მათგანი შემდგომში დამოუკიდებელ ტერმინებად ჩამოყალიბდა, მაგალითად, “დასახლება” _ ცოლონუს – კოლონია, “თაყვანისცემა” _ ცულტუს – კულტი. ლათინურ ენაში ცულტურა , ძირითადად, მიწის დამუშავების მნიშვნელობით იხმარებოდა,